Jobs.GE



დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: MAY N
გამოქვეყნდა: 27 ოქტ / ბოლო ვადა: 27 ნოე

კომპანია "MAY N" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

თუ ხარ პოზიტიური, მიზანდასახული და შრომისმოყვარე, გჯერა საკუთარი შესაძლებლობების და გინდა სურვილი აქციო საქმედ - შემოგვიერთდი!

"MAY N" მომხმარებელს სთავაზობს:

** სახის, თმის და სხეულის მოვლის საშუალებებს;
** გამოცდილი კონსულტანტების კვალიფიციურ რჩევებს;
** უფასო საკურიერო მომსახურებას მთელი საქართველოს მასშტაბით.

იყო ჩვენთან ქოლ-ცენტრის ოპერატორი - ნიშნავს:

** სატელეფონო საუბრების საშუალებით გაუწიო კვალიფიციური კონსულტაცია დაინტერესებულ ადამიანებს სასურველი და საჭირო პროდუქციის შერჩევაში;
** გახადო სილამაზე და ესთეტიკა მეტად ხელმისაწვდომი.
** გქონდეს კომფორტული სამუშაო გარემო და მეგობრული ატმოსფერო;
** გამოიყენო კარიერის დაწყების და განვითარების შესაძლებლობა;
** დასაქმდე მოქნილი სამუშაო გრაფიკით (მოქმედებს ცვლიანობის განრიგი. სამუშაო საათები: 10:00-16:00; 16:00-22:00, კვირაში 6 დღე, 3 დღე დილის ცვლა, 3 დღე საღამოს ცვლა)
** მიიღო სტაბილური შრომის ანაზღაურება ფიქსირებული ხელფასისა და ყოველთვიური ბონუსების სახით.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruit@may.ge და თემის ველში (Subject line) მიუთითოთ დასახელება: "ქოლ-ცენტრის ოპერატორი".

მეტი ინფორმაციისთვის:

გვესტუმრეთ: http://mayn.weebly.com/
დაგვიმეგობრდით: https://www.facebook.com/MAYgeorgia.ge/

"MAY N" მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი