Jobs.GE



დასახელება: ორეტაპიანი შეჯიბრი მილგაყვანილობის სისტემის სფეროში
მომწოდებელი: ევრომასტერი
გამოქვეყნდა: 26 ოქტ / ბოლო ვადა: 25 ნოე

ჩემპიონატი "ევრომასტერი 2017"
ორეტაპიანი შეჯიბრი მილგაყვანილობის სისტემის სფეროში.

** თარიღი: ჩემპიონატი ტარდება 2017 წლის 6 დეკემბერს
** ჩატარების ადგილი: საზოგადოებრივი კოლეჯი "სპექტრი", ჭიჭინაძის ქ.10, ქ.თბილისი
** ორგანიზატორი: კომპანია ჯეოტურანი - ლიდერი წყლის და გაზის მაგისტრალური მილსადენის სფეროში
** მხარდაჭერა: საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო
** Millennium Challenge Corporation - MCC

მიზანი: კადრის გამოვლენა, რომლებიც ეუფლებიან თანამედროვე ახალ ტექნოლოგიებს და მათი პროფესიონალებად ჩამოყალიბება.

მონაწილეობის პირობები: შეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვს როგორც პროფესიული სასწავლებლის სტუდენტს, ასევე ნებისმიერ ხელოსანს, რომელიც ამ სფეროში მოღვაწეობს

დაჯილდოება: პირველი სამი ადგილის გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი ჯილდო, მიენიჭებათ შესაბამისი სერტიფიკატი და დასაქმდებიან "ჯეოტურანში" სრულ განაკვეთზე. ჩემპიონატის ყველა მონაწილეს ორგანიზატორი პირდება სასიამოვნო ჯილდოს.

რეგისტრაცია: რეგისტრაციის გასავლელად გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა და გადმოაგზავნოთ მითითებულ მისამართზე info@euromaster.ge

ფორმების მიღება სრულდება 2017 წლის 25 ნოემბერს.

დაინტერესებულმა პირებმა ჩემპიონატის მასალები იხილეთ გვერდზე ან მიმართეთ http://www.euromaster.ge
facebook: euromaster.ევრომასტერი

შეკითხვის შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: (032 2 473 473)



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი