Jobs.GE



დასახელება: სამედიცინო ზარალების ანაზღაურების მენეჯერი
მომწოდებელი: მედისონ ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 25 ოქტ / ბოლო ვადა: 25 ნოე

სამედიცინო კომპანია "მედისოდ ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო ზარალების ანაზღაურების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა 10:00-18:00.
** სამუშაო ადგილი - თბილისი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სამედიცინო დაზღვევის კონტრაქტების ფარგლებში სერვისების მიზნობრიობის და სადაზღვევო პირობების შესაბამისობის დადგენა;
** სამედიცინო ზარალთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შესწავლა და პროგრამულად ასახვა;
** ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი სამსახურის ინფორმირება და ანგარიშის წარდგენა;
** პროცესებთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება (უპირატესობა ენიჭება სამკურნალო ფაკულტეტს);
** სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, მინიმუმ 1 წელი.
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** MS office კარგი ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გამართული მეტყველების და აზრის გადმოცემის უნარი;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა, კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის და დაძაბულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ მისამართზე: hr@medison.ge და "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "სამედიცინო ზარალების ანაზღაურების მენეჯერი".

წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება!

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი