Jobs.GE



დასახელება: ბიზნეს სესხების საკრედიტო ექსპერტი/სტაჟიორი - თბილისი, რეგიონები
მომწოდებელი: ლიდერ კრედიტი
გამოქვეყნდა: 25 ოქტ / ბოლო ვადა: 25 ნოე

"ლიდერ კრედიტი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას დასაქმების პერსპექტივით, ბიზნეს სესხების საკრედიტო ექსპერტის თანამდებობაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი; ქ. ბათუმი; ქ. რუსთავი; ქ. მარნეული
ანაზღაურება: 125 ლარი (დარიცხული) + ბონუსი
პერიოდი: 3 თვე

სტაჟირების პერიოდში თქვენ პრაქტიკაში შეისწავლით:

** მიკროსაფინანსო სექტორში არსებულ საკრედიტო პროდუქტებს;
** ახალი კლიენტების მოზიდვისთვის საჭირო ეფექტური გაყიდვების ხელოვნებას;
** საკრედიტო განაცხადის მომზადებას, კლიენტების ბიზნესის ანალიზს/შეფასებას და კომიტეტისთვის წარდგენას;
** პრობლემურ მსესხებლებთან ურთიერთობის და მათთან მოლაპარაკების წარმოებით, საკრედიტო პორთფელის ხარისხის მართვას.

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს/ფინანსების/ეკონომიკის მიმართულებით (დამამთავრებელი კურის სტუდენტი, ბაკალავრი, მაგისტრი)
** საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel) ბაზისური ცოდნა
** სასურველია რუსული ენის ცოდნა.

უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება
** სისხარტე
** კომუნიკაბელურობა
** ინიციატიურობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** პუნქტუალურობა.

სტაჟირების დასრულებისას გაიცემა სტაჟირების ცნობა, ხოლო წარმატებული კანდიდატები დასაქმდებიან მიკროსაფინანსო კომპანია "ლიდერ კრედიტში".

თუ გსურთ მიიღოთ ცოდნა, აიმაღლოთ კვალიფიკაცია და გახდეთ ძლიერი გუნდის წევრი, გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr@leadercredit.ge არაუგვიანეს 2017 წლის 25 ნოემბრისა. გთხოვთ, წერილის სათაურში (subject line) მიუთითოთ შესაბამისი პოზიცია: "ბიზნეს სესხების საკრედიტო ექსპერტი - სტაჟირება" და ქალაქი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი