Jobs.GE



დასახელება: პრისელერი
მომწოდებელი: ფუდსერვისი
გამოქვეყნდა: 25 ოქტ / ბოლო ვადა: 20 ნოე

სადისტრიბუციო კომპანია "ფუდსერვისი" წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის მწარმოებლების წამყვან ბრენდებს საქართველოში. "ფუდსერვისი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების - "Danone"-ს, "Sadia"-ს და ასევე საკუთარი ბრენდის - "Supremo"-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

"ფუდსერვისი" აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი.
სამუშაო განაკვეთი: სრული, დასვენების დღეები შაბათი და კვირა.
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი.

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტებთან ვიზიტი განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით და შეკვეთების აღება;
** არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება /შენარჩუნება;
** კლიენტების რაოდენობის გაზრდა;
** პროდუქციის განლაგება თაროზე განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად.
** გაყიდვების გაზრდის მიზნით სპეციალური აქტივობების განხორციელება;
** გაყიდვების გაზრდა და მარშრუტებზე დასმული გეგმების შესრულება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (უმჯობესია გაყიდვების ან ბიზნესის დარგში);
** Word-ის და Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ასაკი: 20-დან 25 წლამდე.
** მართვის მოწმობა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** კომუნიკაბელური;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** დაძაბულ სიტუაციაში მშვიდად მუშაობის უნარი;
** ინიციატივის მქონე,
** შრომისმოყვარე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV (ქართულ ენაზე) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gfs.ge და ელფოსტის სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 20 ნოემბერი.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი