Jobs.GE



დასახელება: დილერი
მომწოდებელი: კაზინო ავიატორი
გამოქვეყნდა: 24 ოქტ / ბოლო ვადა: 26 ნოე

კაზინო "ავიატორი" აცხადების ვაკანსიას დილერის პოზიციაზე.

დეპარტამენტი: თამაშების
მოახსენებს: პიტ-ბოსს

საჭირო უნარები:

** პუნქტუალური
** კომუნიკაბელური
** დეტალებზე ორიენტირებული
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** ფიზიკური და მენტალური გამძლეობა
** კარგი მეხსიერება
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** იცოდეს კაზინოში მიმდინარე ყველა თამაშის წესები და შესაბამისი გადახდები.
** იცოდეს თითოეული თამაშის პროცესის წარმართვის პროცედურები.
** დაიცვას მისი პოზიციისთვის დაწესებული ყველა დისციპლინარული, ეთიკური და ჰიგიენური ნორმები.
** ფსონების უზრუნველყოფა.
** ბანქოს მაგიდებთან იმოქმედოს კაზინოს დადგენილი სახელმძღვანელოს მიხედვით.
** გადაცვალოს ფული ჩიპებად და პირიქით.
** საჭიროების შემთხვევაში შეახსენოს მოთამაშეებს თამაშის წესები.
** აწარმოოს ფსონების ზუსტი ანალიზი, მოთამაშეების მოგება/წაგება.
** თავისი თავაზიანობით შექმნას სასიამოვნო და გასართობი ატმოსფერო მოთამაშეებითვის.
** ნებისმიერი უკანონო აქტი მოახსენოს თავის ზედამხედველს.
** შეასრულოს ტექნიკური და ფუნქციური სათამაშო მოვალეობები, რაც გაწერილია კაზინოს მენეჯმენტის მიერ.
** შეეძლოს კაზინოს აღჭურვილობასთან მუშაობა. (ბანქო, სათვალავი (ფიშკები) შაფლი, ჩიპ-მანქანები და სხვა)
** პასუხისმგებელია კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვაზე.
** პასუხისმგებელია ბანქოს და ჩიპების ყუთის მუდმივად მოწესრიგებულ მდგომარეობაში ქონაზე, რომ მოიზიდოს უფრო მეტი მოთამაშე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, 2017 წლის 26 ნოემბრამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.casino@aviator.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი