Jobs.GE



დასახელება: 1C კომპლექსური სააღრიცხვო პროგრამის პრაქტიკული კურსი
მომწოდებელი: Rossoft Training Centre
გამოქვეყნდა: 24 ოქტ / ბოლო ვადა: 24 ნოე

"Rossoft training centre" აცხადებს მიღებას 1C კომპლექსური სააღრიცხვო პროგრამის შემსწავლელ პრაქტიკულ კურსზე.

პროგრამის აღწერა: "ERP მცირე და საშუალო ბიზნესისთვის" (1С ERP სტანდარტი - საწარმო 8,3) წარმოადგენს ერთიან პროგრამულ გადაწყვეტილებას, რომელიც განკუთვნილია კომპანიაში მიმდინარე სხვადასხვა ტიპის ბიზნეს-პროცესის ეფექტურად მართვისა და ავტომატიზაციისათვის. პროგრამული გადაწყვეტილება სრულად ლოკალიზებულია ქართული სააღრიცხვო სტანდარტების შესაბამისად და მოიცავს შემდეგ მოდულებს:

** წარმოება
** საწყობი და მარაგები
** გაყიდვები
** შესყიდვები
** დისტრიბუცია
** ფინანსები
** ბიუჯეტირება
** CRM
** HR
** Rs.ge

სისტემის წარმატებით გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა ინდუსტრიაში (წარმოება, საცალო და საბითუმო ვაჭრობა, მომსახურების სფერო) მოღვაწე კომპანიების მენეჯერული და ფინანსური აღრიცხვის უზრუნველსაყოფად.

კურსის მიზანი: მსმენელების სწრაფი და ხარისხიანი მომზადება, რათა მათ შეძლონ პროგრამის გამოყენება ორგანიზაციის ეფექტური მართვისათვის.

მიზნობრივი ჯგუფი:

** სავაჭრო, საწარმოო, სერვისული და პროექტებზე ორიენტირებული კომპანიების ბუღალტრები, ფინანსური დირექტორები, მფლობელები და გენერალური დირექტორები;
** მენეჯერები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საწარმოში მიმდინარე პროცესების ოპერატიულ მართვაზე;
** დაბალი რგოლის მენეჯერები;
** სტუდენტები და კვალიფიკაციის ამაღლებით დაინტერესებული პირები.

ლექციების განრიგი: ორშაბათი, ოთხშაბათი , პარასკევი (19:00 - 21:00).
კურსის ხანგრძლივობა: 20 საათი
კურსი იწყება ყოველ 3 კვირაში ერთხელ.

სწავლების მეთოდები: სწავლება მიმდინარეობს, როგორც თეორიულად, ასევე პროგრამაში სადემონსტრაციო ქეისების განხილვის საშუალებით. კურსის განმავლობაში მსმენელებს ეძლევათ დავალებები და აქვთ წვდომა ბაზის დემო ვერსიაზე, რათა შეასრულონ აღნიშნული დავალებები.

კურსის დასრულების შემდეგ თქვენ შეძლებთ:

** გქონდეთ სრული წარმოდგენა პროგრამის ფუნქციონალური შესაძლებლობების შესახებ;
** დამოუკიდებლად დააკონფიგურიროთ პროგრამის პარამეტრები კონსულტანტის დახმარების გარეშე;
** ეფექტურად გამოიყენოთ პროგრამის შესაძლებლობები ორგანიზაციის ფინანსური, საწარმოო, მომარაგების და სხვა მიმართულებების აღრიცხვის,დაგეგმვის, კონტროლისა და ანალიზისათვის;
** პროგრამის შესაძლებლობების გამოყენებით აკონტროლოთ თანამშრომლების მუშაობა;

კურსის ღირებულება: 300 ლარი.
ლექციების მსვლელობისას გათვალისწინებულია 15 წუთიანი შესვენება (ჩაი/ყავაზე).
სამუშაო მასალები მსმენელებს გადაეცემათ უფასოდ.
ტრენინგის დასასრულს ტესტირების საფუძველზე გაიცემა შესაბამისი კურსის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

სპეციალურად მსმენელებისთვის დაწესებული შეღავათები:

კურსის მსმენელებს, სურვილის შემთხვევაში, პროგრამის შეძენა 20%-იანი ფასდაკლებით შეეძლებათ.

** კომპანიებს, რომელთა წარმომადგენლებიც 1C პროგრამას გაივლიან "Rossoft traning centre"-ში, დაინტერესების შემთხვევაში, საშუალება ექნებათ 1 თვის განმავლობაში უსასყიდლოდ აწარმოონ საკუთარი კომპანიის ფინანსური ოპერაციები პროგრამა 1C-ში.
** 1C პროგრამის მცოდნე კადრებზე არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე, Rossoft Training Centre წარმატებულ კურსდამთავრებულებს უწევს რეკომენდაციას მის პარტნიორ ორგანიზაციებში დასაქმების მიზნით.

კურსზე რეგისტრაციისთვის შეავსეთ მოცემული სარეგისტრაციო ფორმა: https://docs.google.com/forms/d/1jCPN76yRfSr5xfrEa05i-eZSY4bjSiWQRG6ZBUXBi3A/viewform

შეკითხვების არსებობის შემთხვევაში ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდეით:

თბილისი, დავით გამრეკელის 19, "Rossoft Training Centre"
ტელ.: (+995 32) 2 23 83 89
მობ.: +995 593 17 19 09
E-mail: info@rossoft.ge
Web - http://www.rossoft.ge



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი