Jobs.GE



დასახელება: F&B სუპერვაიზერი
მომწოდებელი: კაზინო ამბასადორი
გამოქვეყნდა: 24 ოქტ / ბოლო ვადა: 24 ნოე

VIP კაზინო "ამბასადორი" აცხადებს ვაკანსიას F&B სუპერვაიზერის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ასაკი: 22-დან 30 წლამდე
** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება რესტორნის მენეჯერის პოზიციაზე;
** ფინანსების ან/და ბუღალტერიის ცოდნა სასურველია;
** კომპიუტერული (MS Office) პროგრამების ცოდნა აუცილებელია;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

საჭირო უნარები:

** პუნქტუალური
** კომუნიკაბელური
** დეტალებზე ორიენტირებული
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** ფიზიკური და მენტალური გამძლეობა
** კარგი მეხსიერება
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი

ძირითადი მოვალეობები:

** რესტორნის პერსონალის შერჩევაში მონაწილეობის მიღება;
** რესტორნის პერსონალის მართვა;
** რესტორნისათვის დადგენილი პროცედურების შესრულების უზრუნველყოფა. აღნიშნული პროცედურების ოპტიმიზაციის წინადადებების მომზადება;
** მარჟების, სასაქონლო მარაგების კონტროლი და ანალიზი, საცალო ფასების კონტროლი;
** რესტორანში ხარისხის ნორმების დადგენაში მონაწილეობის მიღება;
** რესტორანში მომსახურების ხარისხის მართვა;
** პერსონალის ტრენინგი;
** რეპორტების მომზადება კორპორაციაში დადგენილი წესის შესაბამისად.

ჩვენი პირობები:

** შრომითი ხელშეკრულება
** სტაბილური, მაღალი ანაზღაურება
** დაზღვევა

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@ambassadori.casino და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი