Jobs.GE



დასახელება: ტესტერი
მომწოდებელი: ნოვა ტექნოლოჯი
გამოქვეყნდა: 23 ოქტ / ბოლო ვადა: 20 ნოე

სს "ნოვა ტექნოლოჯი" აცხადებს ვაკანსიას ტესტერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სწრაფი გადახდის ტერმინალებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება, მომხმარებლის ინტერფეისების ტესტირება;
** ტესტირების დოკუმენტაციის წარმოება, პროგრესის შესახებ ანგარიშგება
** ტესტირების სცენარების შედგენის ცოდნა

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი, სპეციალობა: სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით, პრიორიტეტულია პროგრამირების მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება ტესტერის პოზიციაზე, მინიმუმ 1 წელი
** პროგრამირების საბაზისო დონეზე ცოდნა (XML სტრუქტურის ცოდნა)
** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციური უნარები: აზრის არგუმენტირებულად გამოხატვა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** ქართული და ინგლისური - წერა, კითხვა. რუსული ენის დამაკმაყოფილებელ დონეზე ფლობა

პიროვნული უნარები:

** ორგანიზებული
** დაკვირვებული და დეტალებზე ორიენტირებული
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კომუნიკაბელური
** პუნქტუალური
** ანალიტიკური აზროვნების მქონე

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** იმუშავოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
** განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 20 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@novatech.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ თანამდებობის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი