Jobs.GE



დასახელება: ციფრული მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: რედიქსი
გამოქვეყნდა: 23 ოქტ / ბოლო ვადა: 23 ნოე

"რედიქსი" აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

**კომპანიის წარმოჩენა ციფრულ სივრცეში და ციფრული საკომუნიკაციო არხების მართვა (სხვადასხვა სოციალური მედია საშუალებები, ვებ-გვერდი, აპლიკაცია, საძიებო სისტემები და სხვა);
** სხვადასხვა ციფრული კონტენტის შექმნა და მენეჯმენტი;
** ციფრული კამპანიების დაგეგმვა, მართვა, გაზომვა და რეპორტინგი;
** მიმდინარე ტრენდებისა და ახალი მიდგომების მუდმივი მონიტორინგი დანახარჯების ოპტიმიზაციისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით;
** ახალი პროექტებისათვის იდეების გენერირება;
** სეგმენტირებისა და ტარგეტინგის ახალი მეთოდების მოძიება და დანერგვა ეფექტიანობის ამაღლების მიზნით;
** კომპანიის ვებ-გვერდისა და აპლიკაციის პროექტის მართვა;
** ქართულ და გლობალურ ინტერნეტ სივრცეში მიმდინარე ტენდენციების, რეიტინგებისა და საძიებო სისტემების მონიტორინგი, ანალიზი და კომპანიის მიზნებისათვის შესაბამისი ინფორმაციის გამოყენება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის მიმართულებით;
** ციფრული მარკეტინგის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 1 წელი;
** ვებ-ანალიტიკის ცოდნა;
** Ads Manager-ის სრულყოფილად ცოდნა;

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: vacancy@redix.ge 2017 წლის 23 ნოემბრამდე და გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი