Jobs.GE



დასახელება: ადამიანური რესურსების მართვის საერთაშორისო სერტიფიცირება
მომწოდებელი: Prana Wellbeing
გამოქვეყნდა: 23 ოქტ / ბოლო ვადა: 20 ნოე

მომზადება PHRi (Professional in Human Resources International) გამოცდისთვის! 21 ნოემბრიდან პიროვნული ზრდისა და ტრენინგის ცენტრი PRANA Wellbeing საშუალებას აძლევს დაინტერესებულ პირებს მოემზადონ საერთაშორისოდ აღიარებული PHRi გამოცდისთვის.

რა არის PHRi სერტიფიცირება?

PHRi არის საერთაშორისოდ აღიარებული პროფესიული ტიტული, რომელსაც გვთავაზობს ადამიანური რესურსების მართვის სერტიფიცირების ინსტიტუტი (HRCI). HRCI მსოფლიო მასშტაბით ლიდერი კომპანიაა რომელიც აწესებს ოქროს სტანდარტს ადამიანური რესურსების მართვის კუთხით.

ინსტიტუტი უკვე 40 წლის განმავლობაში ანიჭებს საერთაშორისოდ აღიარებულ პროფესიულ ტიტულს პროფესიონალებს მსოფლიოს მასშტაბით. 140,000-ზე მეტი ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალი უკვე სერტიფიცირებულია 100 ქვეყანაში ოფიციალური გამოცდის საფუძველზე.
ტიტულის მოპოვება გამოგარჩევთ როგორც უმაღლესი კლასის, საერთაშორისო დონის ექსპერტს. ტიტული დამსაქმებლისთვის ნათელს ხდის რომ თქვენ დასაბუთებულად გაქვთ უნარები, ცოდნა კომპეტენცია საჭირო იმისთვის რომ მართოთ ბიზნეს შედეგი. თქვენ მოხვდებით ტიტულოვან სპეციალისტთა მონაცემთა ბაზაში. საერთაშორისო ან მაღალი ორგანიზაციული სტანდარტით მომუშავე დამსაქმებელი ორგანიზაციები პირველ რიგში ამ ბაზებში ეძიებენ მომავალ თანამშრომლებს. ბოლო დროს ჩატარებული კვლევები ცხადყოფს რომ მსოფლიოს მასშტაბით ამ ტიტულის მქონე HR სპეციალისტებს აქვთ უფრო მაღალი დასაქმების კოეფიციენტი, სწრაფი კარიერული წინსვლა, მაღალი კომპენსაცია, სამუშაოს მაღალი ეფექტიანობა და სამუშაოთი კმაყოფილების უფრო მაღალი კოეფიციენტი არა სერტიფიცირებულ კოლეგებთან შედარებით იხ. HumRRO Study ასევე 2016 წელს ჩატარებული კვლევა - 2016 study აჩვენებს რომ იმ ორგანიზაციების შემოსავლები 25% უფრო სწრაფად იზრდება რომლებსაც 5-ზე მეტი HRCI-ის მიერ სერტიფიცირებული სპეციალისტი ყავთ დასაქმებული.

ტიტულის მოპოვების შემთხვევაში თქვენს რეზიუმეში და ან პროფესიულ ქსელებში თქვენი სახელის და გვარის გასწვრივ მიუთითებთ თქვენს ტიტულს. მაგ. John Smith, PHRi.

იხილეთ გამოცდაზე გასასვლელი პრე-რეკვიზიტები:

** ადამიანური რესურსების მართვის კუთხით მინუმ 1 წელი მუშაობის გამოცდილება + მაგისტრის დიპლომი ან ადგილობრივი ეკვივალენტი ან
** ადამიანური რესურსების მართვის კუთხით მინიმუმ 2 წელი მუშაობის გამოცდილება + ბაკალავრის დიპლომი ან ადგილობრივი ეკვივალენტი ან
** ადამიანური რესურსების მართვის კუთხით მინიმუმ 4 წელი მუშაობის გამოცდილება + სკოლის ატესტატი.

დამატებითი ინფორმაცია გამოცდის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://www.hrci.org/our-programs/our-certifications/PHRi

გამოცდა ტარდება ინგლისურ ენაზე. ტრენინგი ჩატარდება ქართულ ენაზე თუმცა ტრენინგის მასალები, სახელმძღვანელო, ტესტები და სავარჯიშოები იქნება ინგლისურ ენაზე. შესაბამისად მონაწილეებს მოეთხოვებათ ინგლისური ენის ცოდნა.

გამოცდის ჩაბარების საფასურია 300 აშშ დოლარი (100 აშშ დოლარი აპლიკაციის ფორმა + 200 აშშ დოლარი გამოცდის ჩაბარების საფასური), რასაც თავად მონაწილე იხდის ინტერნეტით. გამოცდის ჩაბარება ხდება American Councils-ის ოფისში (მისამართი ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი ჩიხი 1, ადრე ჭავჭავაძის 35 ა).

შენიშვნა: აღნიშნული ტრენინგი წარმოადგენს PHRi გამოცდის მოსამზადებელ კურსს, მიუხედავად ამისა ეს ტრენინგი გამოსადეგი იქნება იმ მონაწილეებისთვისაც ვინც აპირებს SPHRi და aPHR სერტიფიცირების გამოცდის ჩაბარებას.

გამოცდის წონითი კატეგორიები ფუნქციონალური სფეროების მიხედვით (იხ. გამოცდის პროგრამა):

** პერსონალის შერჩევა (22%)
** შრომითი ურთიერთობების და კომუნიკაციის მართვა (20%)
** ტრენინგი და განვითარება (15%)
** შრომის კომპენსაცია და სარგებელი (14%)
** HR ადმინისტრირება (22%)
** ჯანმრთელობის და უსაფრთხოების ნორმები (7%)

ტრენინგის სტრუქტურა:

** ხანგრძლივობა: (3 კვირა, 2 ჯერ კვირაში. ჯამში 6 სესია)
** კვირაში 2 სესია
** ყოველი სესიის ბოლოს მონაწილეებს ექნებათ სიმულაციური ტესტირება PHRi გამოცდის ანალოგი კითხვებით + 2 დამასრულებელი სესია მხოლოდ სიმულაციური ტესტირება
** დამატებით მონაწილეებს დაურიგდებათ მოსამზადებელი მასალები რომელიც მონაწილეებმა დამოუკიდებლად უნდა წაიკითხონ სერტიფიცირების გამოცდის ჩაბარების ალბათობის ასამაღლებლად.

სესია # 1 სამშაბათი, 18:30 (ხანგრძლივობა 2,5 საათი)

1. შესავალი

სერტიფიცირების ზოგადი მიმოხილვა და რჩევები - გამოცდაზე რეგისტაცია, მომზადების სპეციფიკა, ფსიქოლოგიური განწყობა ა.შ.)

2. HR ადმინისტრირება & ბიზნესი და სტრატეგია

სესია თეორიის გარდა შეიცავს აგრეთვე სიმულაციურ ტესტირებას ადმინისტრირების თემის ფარგლებში, დისკუსია და შედეგების განხილვა. რთული სატესტო საკითხების გარჩევა.

სესია # 2 შაბათი 13:00 (ხანგრძლივობა 4 საათი)

1. პერსონალის შერჩევა

სესია თეორიის გარდა შეიცავს აგრეთვე სიმულაციურ ტესტირებას პერსონალის შერჩევის თემის ფარგლებში, დისკუსია და შედეგების განხილვა. რთული სატესტო საკითხების გარჩევა.

შაბათს სესიებს შორის ნახევარ საათიანი ყავის შესვენება

2. შრომითი ურთიერთობების და კომუნიკაციის მართვა

სესია თეორიის გარდა შეიცავს აგრეთვე სიმულაციურ ტესტირებას ურთიერთობების და კომუნიკაციის მართვის თემის ფარგლებში, დისკუსია და შედეგების განხილვა. რთული სატესტო საკითხების გარჩევა.

სესია # 3 სამშაბათი, 18:30 (ხანგრძლივობა 2 საათი)

ტრენინგი და განვითარება

სესია თეორიის გარდა შეიცავს აგრეთვე სიმულაციურ ტესტირებას ტრენინგის და განვითარების თემის ფარგლებში, დისკუსია და შედეგების განხილვა. რთული სატესტო საკითხების გარჩევა.

სესია # 4 შაბათი (ხანგრძლივობა 4 საათი)

1. შრომის კომპენსაცია და სარგებელი

სესია თეორიის გარდა შეიცავს სიმულაციურ ტესტირებას შრომის კომპენსაცია და სარგებელის თემის ფარგლებში, დისკუსია და შედეგების განხილვა. რთული სატესტო საკითხების გარჩევა.

შაბათს სესიებს შორის ნახევარ საათიანი ყავის შესვენება

2. ჯანმრთელობის და უსაფრთხოების ნორმები

** სესია თეორიის გარდა შეიცავს სიმულაციურ ტესტირებას ჯანმრთელობის და უსაფრთხოების ნორმების
** თემის ფარგლებში, დისკუსია და შედეგების განხილვა. რთული სატესტო საკითხების გარჩევა.

შეჯამება:

2 სესია (2,5 საათი) - შემაჯამებელი სიმულაციური ტესტირება შედეგების განხილვა. შემაჯამებელი რჩევები. შემაჯემებელი სესები შეიძლება დაინიშნოს როგორც მთავარი მოდულების დასრულების შემდეგ ჯგუფურად ასევე ინდივიდუალურად მთავარი მოდულების დასრულები შემდეგ ორი კვირის განმავლობაში.

შენიშვნა: ტრენინგ ცენტრი არ იღებს პასუხისმგებლობას კანდიდატის მიერ PHRi გამოცდის ვერ ჩაბარების შემთხვევაში, რადგან შედეგები დამოკიდებულია კანდიდატის ინდივიდუალურ მონაცემებზე , მომზადების ხარისხზე და ტრენერის მიერ დარიგებული მასალის მომზადებაზე. ტრენინგის დასრულებისას ტრენინგცენტრი გასცემს სერტიფიკატს მონაწილის მიერ HR-ის სრული კურსის გავლის შესახებ.

ტრენინგის ღირებულება: 950 ლარი (6 ნოემბრამდე დარეგისტრირების შემთხვევაში მონაწილეებზე მოქმედებს ფასდაკლება, სპეციალური ფასი 850 ლარი).

ტრენინგი ჩატარდების დღეები: სამშაბათი 18:30 და შაბათი 13:00.
ტრენინგ ცენტრის მისამართი - თამარაშვილის ქუჩა 13ა.

ტრენინგს ჩაატარებს PRANA Wellbeing-ის დამფუძნებელი თეიკო ბოკუჩავა PHRi, (17+ წელი HR-ის და ტრენინგის სფეროში)

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით მეილზე: info@prana.ge ან ტელეფონის ნომერზე: 599 532 513



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი