Jobs.GE



დასახელება: დაკრედიტების ჯგუფის უფროსი - ქუთაისი
მომწოდებელი: ემ ბი სი
გამოქვეყნდა: 23 ოქტ / ბოლო ვადა: 23 ნოე

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ ბი სი" (მიკრო ბიზნეს კაპიტალი) აცხადებს ვაკანსიას დაკრედიტების ჯგუფის უფროსის პოზიციაზე.

ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე;
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი;
ადგილმდებარეობა: ქუთაისი.

ძირითადი მოვალეობები:

** განახორციელოს ყოველდღიური ზედამხედველობა ს/ც-ში საკრედიტო მიმართულების ჯგუფზე და კოორდინაცია გაუწიოს მათ მუშაობას;
** მუდმივად შეამოწმოს დაკრედიტების ექსპერტების მუშაობის ხარისხი, მონიტორინგი გაუწიოს თავის და მათ დაქვემდებარებაში მყოფ საკრედიტო პორტფელს;
** განახორციელოს ჯგუფის მიერ გაცემული სესხების კონტროლი, რათა ისინი გაცემული იყოს პროცედურების დაცვით;
** სესხების განაცხადების ყველა ეტაპის კონტროლი (მათი მიღება, განხილვა, კომიტეტზე გატანა, სესხის გაცემა);
** საკრედიტო ჯგუფის ოპერაციების მართვის პროცესის ორგანიზება, კონტროლის განხორციელება, პრობლემური საკითხების მართვა - გადაწყვეტა;
** კრედიტის უზრუნველყოფის შეფასება;
** სასესხო განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში სესხის გაცემასთან დაკავშირებულ ტექნიკურ მხარის მოგვარების კონტროლი (საჭიროების შემთხვევაში თუ სესხის უზრუნველყოფას წარმოადგენს უძრავი/მოძრავი ქონება, თანამშრომლობს იურიდიულ განყოფილებასთან)
** სესხების პერიოდული მონიტორინგი;
** სესხების დაფარვის მონიტორინგი;
** დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში მათ გამოსასწორებლად ზომების მიღება და ხელმძღვანელობისთვის შეტყობინება;
** პრობლემური სესხების დაუყონებლივი გადაცემა პრობლემური სესხების და იურიდიული განყოფილებისთვის;
** მსესხებლების კონსულტირება;
** საკედიტო განყოფილების მიერ გაწეული საქმიანობის პერიოდული ანალიზი;
** ს/ც-ის მიხედვით დაგეგმილი საკრედიტო პორთველის შესრულებაზე კონტროლი (გაცემები, პორველის მოცულობა, კლიენტების რაოდენობა)
** საჭიროებისამებრ სხვა უფლებამოსილებების შეთავსება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის/ბიზნესის ან შესატყვის დარგებში
** საფინანსო სექტორში აღნიშნულ სფეროში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** გუნდური მუშაობის უნარი, ანალიტიკური აზროვნება;
** პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** კეთილსინდისიერი, მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული.
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გადმოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ. ფოსტაზე: vacancycredit@mbc.com.ge; სათაურის ველში აუცილებლად მიუთითედ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი