Jobs.GE



დასახელება: დაკრედიტების ექსპერტი - თბილისი, ქუთაისი
მომწოდებელი: ემ ბი სი
გამოქვეყნდა: 23 ოქტ / ბოლო ვადა: 23 ნოე

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ ბი სი" (მიკრო ბიზნეს კაპიტალი) აცხადებს ვაკანსიას დაკრედიტების ექსპერტის თანამდებობაზე.

ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე;
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი;
ადგილმდებარეობა: თბილისი, ქუთაისი.

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური მომხმარებლისთვის საკრედიტო პროდუქტების გაცნობა/შეთავაზება;
** კლიენტის ხარისხიანი, ზუსტი, და კვალიფიციური მომსახურება;
** საკრედიტო განაცხადის მიღება და კლიენტის ზოგადი ფინანსური მდგომარეობის შეფასება;
** საკრედიტო ფაილების მომზადება და მათი საკრედიტო კომიტეტზე წარდგენა;
** სესხის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების წარმოება;
** საკრედიტო პორტფელის ხარისხის მონიტორინგი;
** პრობლემური სესხების მართვა და შესრულებული სამუშაოს ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან;
** საკრედიტო გეგმის შესრულება ეფექტური გაყიდვების გზით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საბანკო, საფინანსო, ეკონომიკური განხრით;
** საფინანსო სექტორში ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 6 თვიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** სოციალურად გახსნილი და სხარტად მოაზროვნე;
** კეთილსინდისიერი, მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ რეზიუმე/CV გადმოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancycredit@mbc.com.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება თქვენი კანდიდატურა არ იყოს განხილული.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი