Jobs.GE



დასახელება: სტაჟირება საკრედიტო განყოფილებაში - თბილისი, რეგიონები
მომწოდებელი: ემ ბი სი
გამოქვეყნდა: 23 ოქტ / ბოლო ვადა: 23 ნოე

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ ბი სი" (მიკრო ბიზნეს კაპიტალი) აცხადებს სტაჟიორების მიღებას საკრედიტო განყოფილებაში.

სტაჟირების პერიოდი: ექვსი თვე
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ადგილმდებარეობა: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი.

ძირითადი მოვალეობები:

** ორგანიზაციის საკრედიტო პროდუქტებისა და პროცესების შესწავლა;
** ორგანიზაციის საკრედიტო პროდუქტებით დაინტერესებულ პირებთან სისტემატიური კომუნიკაცია და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** დაკრედიტების ექსპერტთან ერთად საკრედიტო საქმიანობის წარმართვა;
** შედეგებზე ორიენტაცია და მიღებული დავალებების ზედმიწევნით შესრულება;
** ახალი კლიენტების მოზიდვა და მათთვის ორგანიზაციის საკრედიტო პროდუქტების პრეზენტაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის, ეკონომიკის, ფინანსების სფეროში (ასევე განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები);
** საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება, ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შრომისმოყვარე, ენერგიული და მოტივირებული.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე/CV(ფოტოსურათით) გადმოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancycredit@mbc.com.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება თქვენი კანდიდატურა არ იყოს განხილული.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი