Jobs.GE



დასახელება: სავალუტო ბაზრის თრეიდერი
მომწოდებელი: ემ ბი სი
გამოქვეყნდა: 23 ოქტ / ბოლო ვადა: 23 ნოე

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ ბი სი" (მიკრო ბიზნეს კაპიტალი) აცხადებს ვაკანსიას სავალუტო ბაზრის თრეიდერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სავალუტო აუქციონებზე ელექტრონული ვაჭრობა;
** კორპორატიული კლიენტების მოძიება და მათი მომსახურება;
** სავალუტო ბაზრის მონიტორინგი და ანალიზი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელი მოთხოვნაა Bloomberg-ის სისტემაში ვალუტით ვაჭრობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება ეკონომიკის/ბიზნესის ან შესატყვის დარგებში;
** ძირითადი, საბაზისო ფინანსური ინსტრუმენტების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** სწრაფად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე/CVგამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: treasury@mbc.com.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება თქვენი კანდიდატურა არ იყოს განხილული.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი