Jobs.GE



დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: SPAR Georgia
გამოქვეყნდა: 21 ოქტ / ბოლო ვადა: 20 ნოე

საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 12 500-ზე მეტ მაღაზიას მსოფლიოს 44 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს მძღოლის ვაკანტურ პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაზე რიცხული ავტოსატრანსპორტი საშუალების მართვა;
** მგზავრების უსაფრთხოდ გადაადგილების უზრუნველყოფა;
** საჭირო ტექნიკის, ინვენტარისა და ტვირთის ტრანსპორტირება/ტვირთის გადაზიდვის დროს ტრანსპორტირების უფლების დამადასტურებელი და მანქანის მართვასთან დაკავშირებული ყველა საჭირო დოკუმენტაციის ქონა;
** მასზე რიცხული სატრანსპორტო საშუალების პერიოდული შემოწმება, დაზიანების შემთხვევაში უშუალო ხელმძრვანელის ინფორმირება და დროული პროფილაქტიკა;
** მგზავრების გადაადგილების წესების დაცვის ვალდებულება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მძღოლის კომპეტენცია/კვალიფიკაციის ფარგლებში სხვა დავალელების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** მართვის მოწმობა - B,C კატეგორია (აუცილებელი მოთხოვნა);
** ავტომობილის მართვის მინიმუმ 5 წლიანი სტაჟი;
** რუსული და ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (აუცილებელი მოთხოვნა).

უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელური და არაკონფლიქტური;
** მოტივირებული;
** პუნქტუალური, ორგანიზებული;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად ელ.ფოსტაზე vacancy@spar-georgia.com 2017 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "მძღოლი" წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი