Jobs.GE



დასახელება: სამშენებლო მექანიზაციის სერვისის მენეჯერი - ფოთი
მომწოდებელი: პრაიმ ბეტონი
გამოქვეყნდა: 20 ოქტ / ბოლო ვადა: 20 ნოე

სამშენებლო კომპანია "პრაიმ ბეტონი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო მექანიზაციის სერვისის მენეჯერის პოზიციაზე ქალაქ ფოთში.

"პრაიმ ბეტონი" არის დაზღვეული სამოქალაქო კონტრაქტორი, რომელსაც აქვს ფილიალები თბილისსა და ფოთში და ჩართულია სამშენებლო სფეროს მომსახურებებში. ჩვენი მომსახურება მოიცავს მთლიანი პროექტების მართვას, მიწის სამუშაოებს, მონოლითური ბეტონის სამუშაოებს, ფოლადის კონსტრუქციების მონტაჟს, ასევე ბეტონისა და ინერტული მასალის წარმოებასა და მიწოდებას.

იხილეთ ლინკი: http://www.primeconcrete.ge

სამუშაო პირობები:

** ვაკანსიის დასახელება: სამშენებლო (მძიმე) მექანიზაციის და ტექნიკური აღჭურვილობისა სერვისის მენეჯერის პოზიციაზე ქალაქ ფოთში
** სამუშაო ადგილი: ქ. ფოთი
** სამუშაო განაკვეთი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება
** მძიმე ტექნიკის ტექნიკური მომსახურების სფეროში 1 წლამდე სამუშაო გამოცდილება
** მძიმე ტექნიკის და სატვირთო ავტომანქანების ზედმიწევნით კარგად ცოდნა
** კომპიუტერული პროგრამები: Excel, Word, PowerPoint

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ტექნიკის შეკეთებისა და სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფის დაგეგმვა და პრიორიტეტების მიხედვით სამუშაო გრაფიკის განსაზღვრა.
** ტექნიკის მომსახურებისა და შეკეთების ზედამხედველობა, როგორც სერვისცენტრში, ისე სამშენებლო მოედანზე
** გარანტიის შესაბამისობისათვის მომსახურების გრაფიკის განსაზღვრა
** ტექნიკის ნაწილების აუცილებელი მარაგების დაგეგმვა, შესყიდვის პროცესში მონაწილეობა, პროდუქციის და სერვისების მომწოდებლების შერჩევა
** ყოველდღიურად მექანიკოსების სამუშაო გრაფიკის განხილვა, შემოწმება და განსაზღვრა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@primeconcrete.ge



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი