Jobs.GE



დასახელება: სასაუბრო ინგლისურის კურსი - 65 ლარი
მომწოდებელი: ქართულ-ევროპული განათლების აკადემია VETO
გამოქვეყნდა: 20 ოქტ / ბოლო ვადა: 20 ნოე

სასაუბრო ინგლისურის კურსი - 65 ლარი.

თუ გსურთ ინგლისური ენის უმოკლეს დროში შესწავლა, საუბრისა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება-გაუმჯობესება, დაიწყეთ სწავლა "ქართულ-ევროპულ განათლების აკადემია VETO"-ში, ისარგებლეთ ფასდაკლებით და შეისწავლეთ ინგლისური 4-ჯერ უფრო სწრაფად DIRECT ENGLISH-ის მეთოდით, ლიცენზირებულ წარმომადგენელთან.

ფასდაკლების ფარგლებში თვეში სწავლის საფასურია 65 ლარი (17:00 საათამდე ჯგუფებში) და 70 ლარი (17:00 საატიდან ჯგუფებში) 110 ლარის ნაცვლად. ფასდაკლება შეგინარჩუნდებათ სწავლის შეწყვეტამდე, მომდევნო თვეებშიც.

ჩვენი უპირატესობებია:

** სწავლება მიმდინარეობს DIRECT ENGLISH-ის მეთოდით, რომელიც შემუშვებულია და აპრობირებულია დიდი ბრიტანეთის მიერ. ამჟამად ამ მეთოდით მსოფლიოს 500-მდე სკოლაში მიმდინარეობს სწავლება, მათ შორის ჩვენს სასწავლო ცენტრშიც, რომელსაც მინიჭებული აქვს აღნიშნული მეთოდით სწავლების სერთიფიკატი მისი უცხოელი პარტნიორებისაგან.
** DIRECT ENGLISH-ის მეთოდი ორიენტირებულია ლაპარაკის სწრაფ დაწყებაზე და ენის შესწავლა 4-ჯერ უფრო სწრაფად ხდება. იგი არის სწავლების პირდაპირი მეთოდი, რომელიც უყალიბებს მსმენელებს ინგლისურ ენაზე თავისუფლად საუბრის უნარს, შეასწავლის ინგლისური ენის გრამატიკას და და შესძენს ყველაზე გამოყენებად სიტყვების მარაგს.
** სასურველი შედეგი მიიღწევა მეოთხედ დროში, საშინაო დავალებებისა და ზედმეტი დატვირთვის გარეშე, მსმენელების გაკვეთილზე მაქსიმალურად ჩართულობის ხარჯზე. სწავლება მიმდინარეობს კითხვა-პასუხის ფორმატში. მსმენელს უვითარდება სმენის, ლაპარაკის, წერის და კითხვის უნარ-ჩვევები. აქტიურად გამოიყენება აუდიო მასალები.
** ჯგუფები გამოირჩევა მსმენელთა სიმცირით (5-8 მსმენელი) და დაყოფილია ცოდნის დონეების მიხედვით, რაც დადებითად აისახება სწავლის შედეგზე.
** ჩვენ გვყავს სერტიფიცირებული და პროფესიონალი პედაგოგები, რომლებიც შერჩეულნი არიან კონკურსის წესით.

სრული კურსი მოიცავს 6 დონეს. მესამე დონიდან გაიცემა ორენოვანი საერთაშორისო სტანდარტების სერთიფიკატი ქართულ და ინგლისურ ენებზე. ჩვენი სერთიფიკატი აღიარებულია მრავალი კომპანიის მიერ.

მეცადინეობა ჩატარდება კვირაში ორჯერ. გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1.30 სთ, დღის და საღამოს საათებში (გრაფიკი შეთანხმდება მსმენელთან).
გასაუბრების შედეგად განისაზღვრება ინგლისური ენის ცოდნის დონე და ხდება ჯგუფების ფორმირება.

ინგლისური ენის კურსი მოიცავს 6 დონეს. თითო დონის ხანგრძლივობაა მაქსიმუმ სამი თვე:

** Beginner
** Elementary
** Pre-Intermediate
** Intermediate
** Upper-Intermediate
** Advanced.

აქციის ფარგლებში სწავლის საფასური თვეში შეადგენს 65 ლარს, 110 ლარის ნაცვლად, და გრძელდება სწავლის შეწყვეტამდე.

ფასდაკლების მისაღებად შეავსეთ შემდეგი სააპლიკაციო ფორმა: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScI_CisCl8baPCq59Bi1ceeUdt5iSpEcrqRjRfMZ00IaA47qw/viewform გადმოაგზავნეთ თქვენი CV ან საკონტაქტო მონაცემები: სახელი, გვარი, მობილურის ნომერი მაილზე: kegakademia@gmail.com. სათაურის ველში მიუთითეთ სასწავლო კურსის დასახელება.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე:

მისამართი:

სათაო ოფისი: ქ. თბილისი, ძმები კაკაბაძეების ქ. 11, მე-2 სართული (მეტრო რუსთაველთან, "მაკდონალდსიდან" მე-5 შენობა).

საბურთალოს ფილიალი: კოსტავას ქ. 68 (სახელმწიფო ტელევიზიის გვერდით, ახალაშენებული კორპუსის პირველი სართული; ახლოსაა მეტროსადგურ "ტექნიკურ უნივერსიტეტთან")

ტელ.: 2 148814, 2935330, 2 904335
მობ.: 599 807488
ელ.ფოსტა: kegakademia@gmail.com
ვებ-გვერდი: www.veto.ge
https://www.facebook.com/centerveto?ref=hl



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი