Jobs.GE



დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 20 ოქტ / ბოლო ვადა: 20 ნოე

"ორი ნაბიჯი" პირველი კომპანიაა კვების პროდუქტების საცალო გაყიდვების სფეროში, რომელმაც უბნის მაღაზიის ფორმატით დაიწყო ოპერირება 2009 წელს. 2010 წელს გაიხსნა ჩვენი პირველი მაღაზია დიდუბეში, ხოლო აქტიური განვითარება დაიწყო 2011 წლის მეორე ნახევრიდან და დღემდე გრძელდება. ამჟამად, კომპანია ფლობს 100 მაღაზიას თბილისის მასშტაბით. მიმდინარე წელს ჩვენ ვგეგმავთ ქსელის მნიშვნელოვან ზრდას, რაც უკვე ყოველწლიური ტრადიცია გახლავთ "ორ ნაბიჯში".

დინამიური განვითარების პროცესში კომპანია ყველაზე ღირებულ აქტივად სწორედ თანამშრომელთა გუნდს განიხილავს, რომლის ძალისხმევის გარეშე წარმოუდგენელია წარმატების მიღწევა.

ამჯერად, მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის თანამდებობაზე.

ფუნქციები:

** ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და სხვა იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება;
** სამართლებრივი საკითხების შესწავლა და შემდგომი რეაგირება;
** იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
** წარმომადგენლობა სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში;
** მოლაპარაკებების სამართლებრივი მხარდაჭერა;
** დავალების შესაბამისად სხვადასხვა იურიდიული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** იურისტად მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** კერძო და ადმინისტრაციული სამართლის საფუძვლიანი ცოდნა;
** სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებთან წარმომადგენლობის გამოცდილება;
** საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

უნარ-შესაძლებლობები და პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** მიზანდასახულობა;
** დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებულობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ ელ.მისამართზე: hr@orinabiji.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი