Jobs.GE



დასახელება: ევროპარლამენტის მოდელირება 2017
მომწოდებელი: ევროპის აკადემიური ცენტრი
გამოქვეყნდა: 19 ოქტ / ბოლო ვადა: 30 ნოე

ევროპარლამენტის მოდელირება 2017, საქართველო.

"ევროპარლამენტის მოდელირება" - ეს არის პროექტი, რომელიც ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს სამი დღის განმავლობაში ჩაერთონ საკომიტეტო სამუშაოებში, სადაც გაეცნობიან ევროპარლამენტის მუშაობის პრინციპებს და აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას ფორმალურ და არაფორმალურ დისკუსიებში.

პროექტის დასასრულს თითოეული კომიტეტი გენერალურ ასამბლეაზე წარადგენს სარეზოლუციო პროექტს, რომელიც განსახილველად გადაეგზავნება ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახალგაზრდა ლიდერები აქტიურად არიან ჩართულნი მსგავსი სახის საერთაშორისო პროექტებში, რაც მათ საშუალებას აძლევს:

** გაიუმჯობესონ მოლაპარაკებისა და საჯარო გამოსვლების უნარები
** გაიღრმავონ ლიდერული თვისებები
** ახლოს გაიცნონ გაეროს მუშაობის პრინციპები
** მიიღონ მეტი პრაქტიკული გამოცდილება
** გაიცნონ და დაუახლოვდნენ თანატოლებს მთელი მსოფლიოდან

ევროპარლამენტის მოდელირება აერთიანებს მოტივირებულ ახალგაზრდებს და აძლევს მათ შესაძლებლობას მიიღონ ცოდნა ევროპული ინსტიტუტების ფუნქციონირების, პოლიტიკისა და უფლებამოსილების შესახებ. პროექტის მსვლელობისას დელეგატები გადანაწილდებიან სხვადასხვა სამუშაო ჯგუფებში 28+1 ფორმატით და განიხილავენ სხვა და სხვა აქტუალურ თემებს რაც დღეს მსოფლიოში დგას დღის წესრიგში.

თარიღი: 9-11 დეკემბერი
ასაკი: 15-25
სამუშაო ენა: ქართული
Dress Code: ოფიციალური

პროექტში მონაწილეობის საფასური: 40 ლარი

მონაწილეობის საფასური ფარავს მთელი პროექტის განმავლობაში საკანცელარიო ნივთების, კვების, ორენოვანი სერტიფიკატისა და ყველა სხვა საჭირო ღონისძიებებისა თუ აქტივობების საფასურს. პროექტში შერჩევის შემდეგ არ-მონაწილეობის შემთხვევაში ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება!

ევროპარლამენტის მოდელირებაზე გამოვლინდება 12 საუკეთესო დელეგატი თითოეული კომიტეტიდან, რომლებიც მიიღებენ სხვა და სხვას ახის პრიზებს ჩვენი სპონსორებისგან.

ევროპარლამენტის მოდელირების საუკეთესო დელეგატი "ევროპარლამენტარი" გაემგზავრება სტრასბურგში ევროპარლამენტში და სხვა ევროპის უმაღლეს ორგანოებში სასწავლო საგანმანათლებლო ვიზიტით დეკემბერში!

ევროპარლამენტის მოდელირების საუკეთესო კომიტეტს - საუკეთესო პროექტის წარდგენისთვის გადაეცემა გრანტი 1000 ლარი.

სამახსოვრო პრიზებს საუკეთესო დელეგატებს გადასცემენ მსოფლიოში აღიარებული ცნობილი პიროვნებები!

დელეგატობის მსურველებს გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია ქვემოთ მოცემულ ლინკზე: (აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 30 ნოემბერი) https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdg948enkAntVeLQDp2GcuyHA0YOIHAdY5etSpC55RbtFBSEg/viewform?c=0&w=1&usp=mail_form_link

ორგანიზატორობის მსურველებს გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია ქვემოთ მოცემულ ლინკზე: (აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 31 ოქტომბერი): https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSf87u8G0lbgJ66_13E0TS05Yt5gwwX2HqgFnx8ushjd2o_VXg/viewform?c=0&w=1



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი