Jobs.GE



დასახელება: ბრენდ მენეჯერი
მომწოდებელი: ამბოლი
გამოქვეყნდა: 19 ოქტ / ბოლო ვადა: 20 ნოე
თანდართული ფაილი: 155990-amboli-app-form.zip

კომპანია "ამბოლი" აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის თანამდებობაზე.

ყურადღება! განიხილება მხოლოდ სრულყოფილად შევსებული სააპლიკაციო ფორმა ფოტოსურათით!

ძირითადი მოთხოვნები:

** მამაკაცი, 23-დან 40 წლამდე.
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების ძალიან კარგი ცოდნა.
** სტანდარტული საოფისე პროგრამების (განსაკუთრებით ექსელის) კარგი ცოდნა.
** მათემატიკის ძალიან კარგი ცოდნა.
** ლოგიკური აზროვნების ძლიერ განვითარებული უნარი.

აუცილებელი უნარები:

** მათემატიკური ლოგიკური აზროვნების უნარი უმაღლეს დონეზე!
** ენერგიული და კომუნიკაბელური, უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობით;
** პუნქტუალური და მოწესრიგებული, უაღრესად დისციპლინირებული;
** ლოგიკური აზროვნებისა და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** აზრის კარგად ჩამოყალიბებისა და გადმოცემის უნარი;
** მკაფიო და გამართული მეტყველების უნარი;
** სიახლეების ადვილად ათვისების უნარი;
** ექსტრემალურ სიტუაციებში რაციონალური გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** გაწონასწორებული და მშვიდი.

ძირითადი მოვალეობები:

** ბაზრის და გაყიდვების ანალიზის საფუძველზე ზუსტი შეკვეთების და ოპტიმალური შესყიდვების განხორციელება;
** პროდუქტის მახასიათებლების ზედმიწევნით, სრულყოფილად კარგად შესწავლა. პროდუქტის შესახებ საჭირო ინფორმაციით კონსულტანტების უზრუნველყოფა, მათი ტრენინგი საჭიროების შემთხვევაში;
** სასაწყობე ნაშთების ოპტიმალური რაოდენობის განსაზღვრა მაქსიმალური რენტაბელობის მისაღწევად;
** მოგების მაქსიმიზირების მიზნით პროდუქტის ოპტიმალური ფასების განსაზღვრა და მათი მუდმივი კონტროლი. საჭიროებისას ფასების სწორი და დროულად ცვლილება, ოპტიმალური ნაშთების და მაქსიმალური მოგების მიღების მიზნით;
** პროდუქტის გაყიდვების ზრდისთვის მაქსიმალური ხელშეწყობა ყველა საშუალებით, მათ შორის მარკეტინგის და პრომოუშენის დაგეგმვაში აქტიური მონაწილეობა, ახალი კლიენტების (მათ შორის კორპორატიულების) მოძიება-მოზიდვა, ძველი კლიენტების შენარჩუნება და მათი ლოიალობის გაზრდა.

სამუშაო პირობები: მაღალი ანაზღაურება, კარიერული და პიროვნული ზრდის კარგი პერსპექტივა, დაზღვევა.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 20 ნოემბერი, 2017 წ.

მსურველებს გთხოვთ, შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხილეთ დანართი) გამოაგზავნოთ ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: manager@motorstar.ge

ყურადღება! განიხილება მხოლოდ სრულყოფილად შევსებული სააპლიკაციო ფორმა ფოტოსურათით.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი