Jobs.GE



დასახელება: პროგრამისტი
მომწოდებელი: VIP Intellect Group
გამოქვეყნდა: 17 ოქტ / ბოლო ვადა: 17 ნოე

შპს "VIP Intellect Group" ერთერთი მრავალპროფილიანი სასწავლო ცენტრია საქართველოში, რომლის მენეჯმენტს და ძირითად გუნდს მუშაობის 17 წლიანი გამოცდილება გააჩნია.

დაწვრილებითი ინფორმაცია ჩვენი ცენტრის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ გვერდზე http://www.vipintellect.ge

შპს "VIP Intellect Group" ესაჭიროება მოთხოვნილების გაზრდასთან დაკავშირებით პროფესიონალი პროგრამისტი, რომელიც ფლობს C , C++ და C# ენებს, მისი ძირითადი მოვალეობა იქნება აღნიშნულ პროგრამირების ენებში პრაქტიკული ლექციების ჩატარება, გარდა ამისა ორგანიზაციაში შემოსული შეკვეთების შესრულება.

აუცილებელი მოთხოვნა:

წარმოგვიდგინოს სასწავლო პროგრამა ისე, რომ ლექციები მოიცავდეს 50%/50% თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს, რათა კურსის დამთავრების შემდეგ ჩვენმა მსმენელმა უნდა შეძლოს პრაქტიკულად მისი გამოყენება.

პიროვნული ღირებულებები:

** კომპანიის შინაგანაწესის გათავისება და გათვალისწინება
** გუნდში მუშაობის უნარი
** კეთილგანწყობილი და მეგობრული დამოკიდებულების შენარჩუნება კომპანიის ყველა წევრთან
** საკუთარი პროგრამის მუდმივად განვითარება და სიახლეების დანერგვის მოტივაცია.
** სამუშაო საათები: შეთანხმებით. (კვირაში ორი-სამი დღე, საღამოს საათები)
** ანაზღაურება: ყოველი ჯგუფიდან 50%- დარიცხული ხელფასი.

მსურველმა გამოგზავნოს თავისი CV ქართულ ენაზე, სადაც მითითებული იქნება დეტალურად სამუშაო გამოცდილება, ჩვენ თავად დავუკავშირდებით სასურველ კანდიდატებს.

ისეთი პირები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს ნუ გამოგვიგზავნიან თავიანთ მონაცემებს.

მონაცემები გამოგვიგზავნეთ ninovipicg@gmail.com

დამატებითი ინფორმაცია ჩვენი სასწავლო ცენტრის შესახებ იხილეთ http://www.vipintellect.ge



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი