Jobs.GE



დასახელება: ვიდეო მემონტაჟე
მომწოდებელი: GBTIMES Georgia
გამოქვეყნდა: 6 ოქტ / ბოლო ვადა: 6 ნოე

"GBTIMES Georgia" აცხადებს ვაკანსიას ვიდეო მემონტაჟეს პოზიციაზე.

სტრუქტურული ერთეული: რედაქცია
ხელმძღვანელი: მთავარი რედაქტორი, გენერალური პროდიუსერი
დაქვემდებარებული პირები: დაქვემდებარებული პირების გარეშე
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - კვირა 10:00-19:00 შესვენება: 13:00-14:00
სამუშაო განაკვეთი: სრული სამუშაო განაკვეთი - 40 საათიანი სამუშაო კვირა

სახელმძღვანელო დოკუმენტაცია:

** კომპანიის შიდა ბრძანებები, ინსტრუქციები, რეგულაციები;
** საქართველოს შრომის კოდექსი;
** კომპანიის შინაგანაწესი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა
** ინგლისური და რუსული ენის კარგად ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა: Word, Excel, Power Point
** ვიდეო რედაქტირების პროგრამის ცოდნა: Adobe Premier, After Effects
** სამუშაოს დათქმულ ვადებში შესრულების უნარი
** პასუხისმგებლობა
** განვითარებაზე ორიენტირებული
** ოპერატიულობა და პუნქტუალურობა
** აღჭურვილობა:

კომპანიის ბენეფიტები:

** პერსონალური კომპიუტერი
** კორპორაციული სიმ-ბარათი
** სამგზავრო ბარათი

ფუნქცია-მოვალეობები და ვალდებულებები:

** სამუშაო პროგრამა bitrix24 და ელექტრონული ფოსტა webmail.gbtimes.com - თანამშრომელი ვალდებულია ისარგებლოს აღნიშნული პროგრამით და მიმოწერა აწარმოოს კორპორაციული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით
** ვიდეორეპორტაჟების მომზადება - მემონტაჟე ვალდებულია ზუსტად და დროულად შეასრულოს მისთვის მიცემული დავალება. ნებისმიერი ვიდეორეპორტაჟის/გადაცემის ჩაწერის დასრულების შემდეგ მემონტაჟეს განსაზღვრული აქვს 2 საათი ღონისძიების (გადაცემის შემთხვევაში 1 საათი) მონტაჟისთვის. მასალის მონტაჟის დაგვიანების შემთხვევაში, მემონტაჟე ვალდებულია დაგვიანების და მიზეზების შესახებ შეატყობინოს უშუალო ხელმძღვანელს.
** შესრულებული სამუშაოს ანგარიში - ოპერატორი ვალდებულია სამუშაო პროგრამაში bitrix24 აწარმოოს ვიდეო გადაღებების კალენდარი.
** ვიდეო მასალის დამუშავება - ოპერატორი ვალდებულია თავად დაამუშაოს ვიდეო მასალა და მხოლოდ ამის შემდეგ წარადგინოს შესრულებული სამუშაო.
** ვიდეო ბანკის მართვა/კონტროლი - ოპერატორი ვალდებულია აწარმოოს ვიდეო ბანკი, სადაც თავმოყრილი იქნება მის მიერ გადაღებული ყველა ვიდეო შესაბამისი სახელით, თარიღითა და კომპანიის ლოგოთი.
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა სამუშაო დავალების შესრულება

გთხოვთ, თქვენი მონაცემები გამოგზავნოთ: info.georgia@gbtimes.com



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი