Jobs.GE



დასახელება: პრისელერი
მომწოდებელი: მარშე
გამოქვეყნდა: 6 ოქტ / ბოლო ვადა: 20 ოქტ

კომპანია "მარშე" 2012 წლიდან გამოჩნდა ქართული წარმოების ბაზარზე. "მარშეს" წარმოება ქართველ მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის 2200-მდე დასახელების პროდუქტს სთავაზობს შემდეგი 4 კატეგორიიდან: ნახევარფაბრიკატები, თევზის პროდუქტები, პურ-ფუნთუშეული, ძეხვეული. კომპანიის მთავარი ამოცანაა მომხმარებლისთვის საუკეთესო ხარისხის უზრუნველყოფა, მათთვის ახალი და მრავალფეროვანი პროდუქციის, პროექტისა და სერვისის შეთავაზება, ხოლო თანამშრომელთათვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნა.

ჩვენ პატივს ვცემთ და თანაბარ შესაძლებლობებს ვაძლევთ ყველა თანამშრომელს, განუსხვავებლად მათი ასაკისა, სქესისა და ეთნიკური წარმომავლობისა.

"მარშე" აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
სახელფასო სისტემა: ბონუსური

ძირითადი მოვალეობები:

** ბაზრის მუდმივი მონიტორინგი და ახალი კლიენტების მოძიება, სავაჭრო ქსელის განვითარება;
** პოტენციურ მყიდველებთან მჭიდრო და პროდუქტიული კავშირების დამყარება;
** კლიენტებისგან შეკვეთების მიღება, პროდუქციის დროული მიწოდების უზრუნველყოფა;
** კლიენტებთან რეგულარული ვიზიტების მოწყობა;
** პროდუქციის ყველა კატეგორიაში მაქსიმალური რეალიზაციის უზრუნველყოფა;
** კომპანიის ბრენდის პროფესიონალურად წარდგენა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სავალდებულოა საკვები პროდუქტების დისტრიბუციაში მუშაობის გამოცდილება (პრიორიტეტად ჩაითვლება სამუშაო გამოცდილება ძეხვის პროდუქტების დისტრიბუციაში);
** სავალდებულოა საკუთარი ავტომობილი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ფლობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** გუნდში მუშაობის უნარი.

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

** აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
** პირველადი გასაუბრება არმ სამსახურთან;
** საბოლოო გასაუბრება მიმართულების ხელმძღვანელთან.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@marshe.ge და სათაურის ველში მიუთითოთ "Preseller", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 20 ოქტომბერი 2017 წელი, 24:00 საათი. დაგვიანებით შემოსული განაცხადები არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი