Jobs.GE



დასახელება: ტრენინგი - შესავალი საქართველოს საგადასახადო კოდექსში
მომწოდებელი: ბიზნეს-განათლების ცენტრი KEY
გამოქვეყნდა: 6 ოქტ / ბოლო ვადა: 9 ნოე
თანდართული ფაილი: 154873-Training Application.zip

ბიზნეს-განათლების ცენტრი KEY გთავაზობთ ტრენინგს შესავალი საქართველოს საგადასახადო კოდექსში.

სასწავლო კურსის მიმდინარეობისას, ლექციის, პრაქტიკული ამოცანებისა და რეალურ ქეისებზე მუშაობის საფუძველზე, განხილული იქნება საქართველოს საგადასახადი სისტემა და კანონმდებლობა, აგრეთვე გადასახადების დეკლარირებისა და გადახდის პროცედურები.

კურსი ითვალისწინებს მსმენელებისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის ძირითადი მოთხოვნების, დაშვებებისა და ინტერპრეტაციების გაცნობას.

თითოეული ტრენინგ-სესიის ბოლო 20 წუთი დაეთმობა ინტერაქტივს, დებატებსა და კითხვა-პასუხს მსმენელებსა და ტრენერს შორის.

სასწავლო კურსს გაუძღვება Grant Thornton Georgia-ს უფროსი ფინანსური და საგადასახადო კონსულტანტი ლევან კუჭავა.

სასწავლო კურსის მიზანია, გააცნოს მსმენელებს:

** საქართველოს საგადასახადი სისტემისა და კანონმდებლობის არსი;
** საგადასახადო პოლიტიკის ძირითადი წესები;
** საგადასახადო აღრიცხვის ძირითადი პრინციპები და მეთოდები;
** გადასახადების დეკლარირებისა და გადახდის პროცედურები.

კურსი განკუთვნილია:

** დამწყები და კვალიფიციური ბუღალტრებისთვის;
** საგადასახადო კონსულტანტებისთვის;
** ფინანსისტებისა და ანალიტიკოსებისთვის.

სასწავლო კურსის შინაარსი:

** საქართველოს საგადასახადო სისტემა;
** მნიშვნელოვანი ტერმინები და ცნებები;
** გადასახადის გადამხდელი და საგადასახადო აგენტი;
** საშემოსავლო და მოგების გადასახადები;
** დამატებული ღირებულების გადასახადი;
** აქციზი და იმპორტის გადასახადი;
** ადგილობრივი/ქონების გადასახადი;
** საგადასახადო კონტროლი, სამართალდარღვევა და პასუხისმგებლობა.

ტრენინგის მოსალოდნელი შედეგები:

ტრენინგის შემდეგ მსმენელები შეძლებენ:

** საგადასახადო კანონმდებლობის ზოგადი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას;
** საგადასახადო კანონმდებლობაში კონკრეტული მიდგომებისა და პრინციპების კრიტიკულ გააზრებას;
** საგადასახადო ტერმინოლოგიაში გარკვევას;
** საგადასახადო სისტემაში მუშაობის მეთოდების გაანალიზებას;
** საგადასახადო საქმის კომპლექსური საკითხების ახსნას;
** საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად ოპერაციების ანალიზსა და განმარტებებს.

კურსის ხანგრძლივობა: 30 საათი
ტრენინგები ჩატარდება: ხუთშაბათს 20:00 საათზე და შაბათს 17:00 საათზე (თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა 2 საათი)
ტრენინგ-კურსის ღირებულება: 300 ლარი.

ტრენინგზე რეგისტრაციისთვის გამოგზავნეთ შევსებული სააპლიკაციო ფორმა ელ.ფოსტაზე trainings@beckey.ge 2017 წლის 9 ნოემბრის ჩათვლით.

მის: ელიზბარ მინდელის ქ. N3 (ნუცუბიძის N223)
ტელ: +995 599 32 36 50
Facebook: https://www.facebook.com/eduKEYit/
Web: http://www.beckey.ge



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი