Jobs.GE



დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: ამბოლი
გამოქვეყნდა: 6 ოქტ / ბოლო ვადა: 10 ნოე
თანდართული ფაილი: 154838-amboli-app-form.zip

კომპანია "ამბოლი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის თანამდებობაზე.

ყურადღება! განიხილება მხოლოდ სრულყოფილად შევსებული ამბოლის სააპლიკაციო ფორმა, რომელიც თან ერთვის განაცხადს. ბოლო დროის კარგი ფოტოსურათი აუცილებელია.

ძირითადი მოთხოვნები:

** მამაკაცი, ასაკი 20-35 წ.
** ქართული ენის სრულყოფილად, რუსულის ენის კარგად ცოდნა, ხოლო ინგლისური ენის მინიმალურ დონეზე ცოდნა.
** სტანდარტული საოფისე პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** ენერგიული და კომუნიკაბელური
** უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობით
** პუნქტუალური და მოწესრიგებული, უაღრესად დისციპლინირებული
** შეთავაზებისა და კლიენტის დარწმუნების უნარი
** აზრის მკაფიოდ ჩამოყალიბებისა და გადმოცემის უნარი
** მოსმენის უნარი
** კეთილგანწყობა კლიენტისა და მისი პრობლემის მიმართ
** მკაფიო და გამართული მეტყველების უნარი
** სიახლეების ადვილად ათვისების უნარი
** ექსტრემალურ სიტუაციებში რაციონალური გადაწყვეტილების მიღების უნარი
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი
** გაწონასწორებული და მშვიდი

მოვალეობები:

** გაყიდვების განხორციელება
** პროდუქტის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად შესწავლა
** მაღაზიაში პროდუქციის სათანადოდ განლაგება
** სატელეფონო და ზეპირი კონსულტაციის გაწევა
** მაქსიმალური ძალისხმევა გაყიდვების ზრდის ხელშეწყობისთვის

სამუშაო პირობები:

გრაფიკი: კვირაში 6 დღე. დასვენების დღის შერჩევა სურვილისამებრ, მოქნილად.
ანაზღაურება - 700 ლარი ფიქს. ხელზე + ბონუსი. დაზღვევა. დაწინაურების პერსპექტივა. კომფორტული სამუშაო გარემო.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 10.11.2017

მსურველებს გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი ვაკანსია წერილის სათაურში და შევსებულ სააპლიკაციო ფორმასთან ერთად გამოაგზავნოთ ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: konsultant@motorstar.ge

ყურადღება! განიხილება მხოლოდ სრულყოფილად შევსებული ამბოლის სააპლიკაციო ფორმა, რომელიც თან ერთვის განაცხადს. ბოლო დროის კარგი ფოტოსურათი აუცილებელია.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი