Jobs.GE



დასახელება: კონკურსი სტარტაპებისთვის
მომწოდებელი: Profit Lab
გამოქვეყნდა: 6 ოქტ / ბოლო ვადა: 30 ოქტ

კონკურსი სტარტაპებისთვის #ისწავლეპატარანაბიჯებისხელოვნება.

მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკონსულტაციო კომპანია Profit lab იწყებს კამპანიას სტარტაპებისთვის. კამპანიის მიზანია გამოავლინოს საუკეთესო სტარტაპი, რომელსაც Profit lab უფასოდ შეუდგენს ბრენდ პლატფორმას (ბრენდ -ბუკის გარდა).

დაინტერესებულმა სტარტაპებმა, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ შეავსოთ განაცხადი.

სტარტაპის შერჩევა განხორციელდება წარმოდგენილი იდეების მიხედვით. გამარჯვებულს გამოავლენს კომისია, რომლის შემადგენლობაში არიან:

** შავი ზღვის მცირე ბიზნესის ასოციაციის პრეზიდენტი - დავით ქადაგიშვილი;
** მეწარმეთა ასოციაციის პრეზიდენტი - თინათინ ღოლაძე;
** Profit lab -ის დირექტორი - მარიკა მჭედლიძე.

გამარჯვებულს გაგაცნობთ 30 ოქტომბერს სტარტაპერთა ფორუმზე და ჩვენი გვერდის საშუალებით.

სტარტაპად მოიაზრება კომპანია, რომელიც დარეგისტრირებულია 2015 წლის 2 ოქტომბრის შემდეგ (2 ოქტომბერი ითვლება).

განაცხადის შესავსებად მიყევით ბმულს https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfpSd5VVkeBgSdihzoCITAMrZN6iw-cicJglGq-D9eKwe7w3A/viewform

დამატებით ინფორმაციას გაეცანით ჩვენს საიტზე: http://www.profitlab.ge

წარმატებას გისურვებთ!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი