Jobs.GE



დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 6 ოქტ / ბოლო ვადა: 20 ოქტ

"გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა, დაარსებული 1998 წელს.

კომპანიის ძირითად საქმიანობის სფეროს სამშენებლო და სარემონტო მასალების საქართველოში იმპორტირება და საცალო-საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენს. გორგიას მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში. გორგია ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: ჰიპერმარკეტი გორგია და გორგია პრემიუმი. ჰიპერმარკეტების ქსელი გორგია წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში თელავსა და ბათუმში. ხოლო, 2017 წლიდან წარმოდგენილი იქნება საქართველოს სხვა ქალაქებში.

კომპანია "გორგია" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე, თბილისში.

მოვალეობები:

** კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის პროცესის მართვა
** ორგანიზაციის საბუღალტრო ოპერაციების კანონმდებლობასთან და საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
** საგადასახადო ორგანოსთან ურთიერთობა, სიახლეების დროულად შესწავლა და ცვლილებებთან კომპანიის ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობაში მოყვანა.
** საგადასახადო დეკლარაციების წარდგენა
** აღრიცხვა-ანგარიშგებასთან დაკავშირებული სხვა პროცესებში (ინვენტარიზაცია, დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების კონტროლი და ა. შ.) ჩართულობა
** ყოველთვიური რეპორტების მომზადება კომპანიის მენეჯმენტისათვის
** დაქვემდებარებული კადრების სამუშაო პროცესში ჩართულობა, კონტროლი

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით)
** მთავარ ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** აუცილებელია 1C -ში მუშაობის გამოცდილება
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის სრულყოფილი ცოდნა
** დეკლარაციების დამუშავების მინიმუმ 3 წლის გამოცდილება
** ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა (უპირატესობა მიენიჭებათ სერტიფიცირებულ კანდიდატებს)
** MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა

გთხოვთ, 20 ოქტომბრამდე გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე hrproject6@gorgia.ge

გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია გამოგზავნისას მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი