Jobs.GE



დასახელება: საკრედიტო ექსპერტი
მომწოდებელი: ჯორჯიან კაპიტალი
გამოქვეყნდა: 6 ოქტ / ბოლო ვადა: 6 ნოე

სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჯორჯიან კაპიტალი" აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ექსპერტის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი საფინანსო-ეკონომიკური განათლება;
** სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე არანაკლებ 1 წლისა;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** ძიების ორგანიზების უნარი და კლიენტების მოზიდვის და მომსახურების გამოცდილება;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი, ბანკის საკრედიტო ტექნოლოგიების ცოდნა;
** მსესხებლის კრედიტუნარიანობის ანალიზის უნარი, საკრედიტო პორტფელის მდგომარეობის მონიტორინგი;
** საბანკო საკრედიტო პროდუქტების ცოდნა;
** საბანკო პროგრამა BANK 2000 ცოდნა
** რუსული ენის ცოდნა აუცილებელია, ინგლისური - სასურველი

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტების მოძიება და მოზიდვა;
** კონსულტაცია დაკრედიტების საკითხებში, მოლაპარაკების წარმოება;
** საბუთების შეგროვება კრედიტის გასაფორმებლად;
** კლიენტის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის ანალიზი და გასვლა კლიენტის ბიზნესის ადგილზე;
** საკრედიტო პორტფელის მდგომარების მონიტორინგი.

პირადი თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა,
** თვითორგანიზებულობა,
** პუნქტუალობა,
** კომუნიკაბელურობა, გუნდში და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ტაქტიანობა,
** შედეგზე ორიენტირებული;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV თანდართული ფოტოსურათით. გადადით შემდეგ ლინკზე: d.kvernadze@georgiancapital.ge



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი