Jobs.GE



დასახელება: დამლაგებელი
მომწოდებელი: ლთბ
გამოქვეყნდა: 6 ოქტ / ბოლო ვადა: 6 ნოე

კომპანია "ელთიბი" (ავეჯის მასალები და აქსესუარები) აცხადებს ვაკანსიას დამლაგებლის თანამდებობაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიის დასუფთავების უზრუნველყოფა - ავეჯის და მასალების გაწმენდა, ტერიტორიის მოწესრიგება;
** სანიტარული და ჰიგიენური წესრიგის დაცვა და რეგულარული კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:

** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** შრომისმოყვარეობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 09:30 სთ-დან 18:30 სთ-მდე.
ანაზღაურება: 450 ლარი.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, თ. ერისთავის 2.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge და სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "დამლაგებელი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

კომპანია "ელთიბი"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ელთიბის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

გისურვებთ წარმატებებს.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი