Jobs.GE



დასახელება: პრაქტიკული ლოგისტიკის შემსწავლელი კურსები
მომწოდებელი: ინტელექტ ცენტრი
გამოქვეყნდა: 6 ოქტ / ბოლო ვადა: 6 ნოე

"ინტელექტ ცენტრი" გთავაზობთ პრაქტიკული ლოგისტიკის სასერტიფიკატო კურსს!

ტრენინგ-კურსის მიმართულებები:

1. Sales Forecasting - გაყიდვების პროგნოზირება
2. Supply Chain - მოთხოვნა-მოწოდების ჯაჭვი
3. Expedition - ტრანსპორტირების მართვა
4. Warehouse Management - საწყობის მართვა
5. Fleet Management - ავტოპარკი (ტრანსპორტირების მენეჯმენტი)
6. Delivery - მიწოდება

კურსი მსმენელს სთავაზობს მიიღოს და გაიღრმავოს ცოდნა ლოგისტიკის მიმართულებით, რათა აღნიშნულ სფეროში წარმატებით შეძლონ მოღვაწეობა. კურსის თეორიული და პრაქტიკული ნაწილი მსმენელს საშუალებას აძლევს კრეატიულად და ინოვაციურად მიუდგეს სხვადასხვა ლოგისტიკურ პრობლემებს და მონახოს მათი ეფექტურად გადაჭრის გზები.

სასწავლო კურსის შესწავლის წინაპირობები:

კურსის წარმატების ჩატარებისთვის მსმენელს მოეთხოვება:

** კომპიუტერული უნარ-ჩვევები - საშუალო დონეზე
** Microsoft Excel
** ანალიტიკური აზროვნების უნარი, მათემატიკის ელემენტარული ცოდნა.

კურსის შინაარსი:

კურსი მოიცავს ლოგისტიკის კომპანიებში ლოგისტიკის მნიშვნელობის დადგენას, ფუნქციონალურ და სტრუქტურულ ანალიზს, პასუხისმგებლობის დაზუსტებას და კომპეტენციების სრულყოფილ გადანაწილებას.

პროგრამა მოიცავს:

** შესავალი ლოგისტიკაში: ლოგისტიკის მიზნები, ფუნქციები, ლოგისტიკის ოპტიმიზაცია.
** მომარაგების ლოგისტიკა; მომწოდებლები; Supply Chain , SEJ (Seven Eleven Japan) ქეისი
** პროდუქციაზე მოთხოვნის პროგნოზირება და კლასიფიკაცია; ABC ანალიზი
** მარაგების მართვა
** სასაწყობო მეურნეობა და შიდა სატრანსპორტო საშუალებები
** გარე ტრანსპორტის სახეები და მათი გამოყენება საბაჟო პროცედურები და დოკუმენტაცია
** წარმოების ლოგისტიკა, Make or Buy
** დისტრიბუციის ლოგისტიკა; კომისიონირება
** Aldi-ის ქეისი
** კომპლექსური ლოგისტიკური ქეისები.

კურსის მსვლელობისას ჩატარდება ერთი შუალედური და საბოლოო გამოცდა.

კურსდამთავრებული შეძლებს:

** ლოგისტიკის კურსის გავლის შემდეგ სპეციალისტი შეძლებს მართოს მთელს რიგი პროცესები: შესყიდვები, დისტრიბუცია, საწყობის/მარაგების მართვა, ტრანსპორტირება, მიწოდების ჯაჭვის მოწყობა/შეფასება, ხარჯების მინიმიზაცია და სხვა.
** ლოგისტიკის სპეციალისტებს შეუძლიათ წარმატებით იმუშაონ, როგორც სახელმწიფო და სამხედრო სტრუქტურებში, ასევე საბანკო, საწარმო, სადისტრიბუციო, სატრანსპორტო და სხვა ტიპის კერძო კომპანიებში.

გაითვალისწინეთ! ტრენინგ-კურსების ჩატარება შესაძლებელია როგორც ჩვენ სასწავლო ცენტრში, ისე ქალაქ გარეთ (ლისის ტბასთან) სასტუმრო-რანჩოს სატრენინგო აუდიტორიაში!

კურსი მოიცავს: 16 საათს
ლექციის ხანგრძლივობა: 2 სთ.
ტრენინგ-კურსის ღირებულება ჯგუფში ერთი მსმენელისთვის - 350 ლარი.

აღნიშნული ტრენინგ-კურსის გავლის შემდეგ გაიცემა ორ ენოვანი (ქართულ-ინგლისური) შესაბამისი დონის სერტიფიკატი!

კურსის დასრულების შემდეგ სურვილის შემთხვევაში მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ სპეციალიზირებული პრაქტიკული კურსი ექსელში, რომელიც უშუალოდ ლოგისტიკური ამოცანების გადაჭრაში დაგეხმარებათ.

ლექციებს უძღვება პროფესიონალი ტრენერი, სპეციალური მოწვევით!

კორპორატიული მომხმარებლებისთვის სპეციალური შეთავაზება!

კორპორატიულ პირებს გთავაზობთ; კადრების მომზადებას, როგორც ჩვენს ტრენინგ ცენტრში, ასევე 5 და მეტი მსურველის შემთხვევაში ჩვენი ტრენერი გეწვევათ თქვენს კომპანიაში! სპეციალურად თქვენი მოთხოვნებიდან გამომდინარე შეიქმნება სპეციალიზირებული პროგრამა და მონაწილეთა რაოდენობის შესაბამისად მოხდება ფასების რეგულირება.

ასევე გთავაზობთ; ექსპრეს ტრენინგების ჩატარებას ქალაქგარეთ, (ლისის ტბასთან) სასტუმრო რანჩოს სატრენინგო აუდიტორიაში!

რანჩო იხილეთ ბმულზე - http://www.facebook.com/media/set/?set=a.653289834776786.1073741838.550181635087607&type=1

მიმდინარეობს მსურველთა რეგისტრაცია!

დაგვიკავშირდით:

შპს "ინტელექტ ცენტრი"
მის: დავით აღმაშენებელის გამზ. N154,
ბიზნეს ცენტრი "მწვანე ოფისი"
მე-4 სართული, ოფისი № 6
ტელ: 2 927218, 570 107548, 593 614552. 595050154 - სასწავლო ცენტრის ადმინისტრაცია.
ვებ გვერდი: http://www.intelc.ge
ელ-ფოსტა: infointelc@gmail.com
Facebook: http://www.facebook.com/pages/ინტელექტ-ცენტრი/550181635087607?fref=ts
"რანჩო" იხ: http://www.facebook.com/media/set/?set=a.653289834776786.1073741838.550181635087607&type=1



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი