Jobs.GE



დასახელება: პრაქტიკული მარკეტინგის ექსკლუზიური კურსი
მომწოდებელი: ბიზნეს-განათლების ცენტრი KEY
გამოქვეყნდა: 6 ოქტ / ბოლო ვადა: 4 ნოე
თანდართული ფაილი: 154787-Training Application.zip

ბიზნეს-განათლების ცენტრი KEY გთავაზობთ პრაქტიკული მარკეტინგის ექსკლუზიურ კურსს.

სასწავლო პროგრამა ფოკუსირებულია მარკეტინგის, როგორც საქმიანობის გაუმჯობესების ღონისძიებების ანალიზის, დაგეგმვის, დანერგვისა და კონტროლის პროცესის, აღქმაზე. პირდაპირი ლექციის, "ქეის-სთადისა" და მინი პროექტების მომზადების მეთოდების კომბინაციის საფუძველზე შექმნილი სასწავლო კურსის შედეგად მსმენელები შეძლებენ მარკეტინგული სტრატეგიის შექმნის, განვითარებისა და მისი შედეგების შეფასების უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და ცოდნის არსებული ან მომავალი სამუშაო ადგილის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას.

სასწავლო კურსს გაუძღვება Rakeen Uptown Development-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნატა გოგოლაძე.

სასწავლო კურსის მიზანი: თეორიული ცოდნისა და რეალური სამუშაო პროცესის ერთმანეთთან დაკავშირება.

კურსი განკუთვნილია:

** სტუდენტებისთვის, რომლებსაც გავლილი აქვთ მარკეტინგის საფუძვლები;
** დამწყები მარკეტინგის მენეჯერებისთვის;
** მარკეტინგის მენეჯერთა ასისტენტებისთვის.

სასწავლო კურსის შინაარსი:

** მარკეტინგის არსი და ფუნქციები;
** მარკეტინგის გამოყენება დღევანდელ რეალობაში;
** რა უნდა იცოდეს ყველა მარკეტინგის მენეჯერმა?
** მარკეტინგი და ფინანსები ურთიერთქმედებაში;

დროის მართვა მარკეტინგში:

** როგორ გავანაწილოთ დრო ისე, რომ ყველაფერი მოვასწროთ?
** ციფრული მარკეტინგის როლი ყოველდღიურ მუშაობაში;
** საერთაშორისო მარკეტინგის მექანიზმების გამოყენება სამუშაო პროცესში;
** მარკეტინგული კვლევების მნიშვნელობა და როლი საქმიანობის პროცესში;

მარკეტინგული გეგმის შედგენა და მისი შედეგების შეფასება: სასწავლო კურსის ბოლოს მსმენელები მინიპროექტის სახით შეადგენენ რეალურ მარკეტინგულ გეგმას.

ტრენინგის მოსალოდნელი შედეგები:

ტრენინგის გავლის შემდეგ მსმენელები შეძლებენ:

** სწორად დასახონ მარკეტინგის მიზნები;
** განსაზღვრონ საკუთარი როლი მთლიან კოლექტივში;
** შეადგინონ მარკეტინგული გეგმა.

კურსის ხანგრძლივობა: 12 საათი (3 კვირა)
ტრენინგები ჩატარდება: ყოველი კვირის ორშაბათს და ოთხშაბათს 19:00 საათზე (თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა 2 საათი)
ტრენინგ-კურსის ღირებულება: 200 ლარი.
ტრენინგზე რეგისტრაციისთვის გამოგზავნეთ შევსებული სააპლიკაციო ფორმა ელ.ფოსტაზე trainings@beckey.ge 2017 წლის 4 ნოემბრის ჩათვლით.

მის: ელიზბარ მინდელის ქ. N3 (ნუცუბიძის N223)
ტელ: +995 599 32 36 50
Facebook: https://www.facebook.com/eduKEYit/?pnref=lhc
Web: http://www.beckey.ge



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი