Jobs.GE



დასახელება: საბანკო საქმის კურსები
მომწოდებელი: ევროპის აკადემიური ცენტრი
გამოქვეყნდა: 6 ოქტ / ბოლო ვადა: 6 ნოე

საბანკო სფეროში მუშაობის მსურველებისთვის!

საერთაშორისო ორგანიზაცია "ევროპის აკადემიური ცენტრი" აცხადებს მიღებას კურსზე: საბანკო საქმე - სხვადასხვა სპეციალობებით:

** მოლარე;
** მოლარე-ოპერატორი;
** ანგარიშების მართვის მენეჯერი;
** განვადების მენეჯერი;
** საკრედიტო ექსპერტი;
** პრობლემური სესხების მართვის ოფიცერი;
** კლიენტთა მომსახურების ოფიცერი;
** საინფორმაციო ოფიცერი;
** ქოლ ცენტრის ოპერატორი.

საბანკო საქმის ინტენსიური სწავლების პროგრამის მიზანია მსმენელთა კვალიფიციური გადამზადება და დასაქმება საბანკო სექტორში. იგი მთლიანად აგებულია საბანკო დაწესებულებებში კადრების შერჩევის არსებული მოთხოვნების და სპეციფიკის შესაბამისად:

აღნიშნული კურსის ფარგლებში შეისწავლება:

** საქართველოს საბანკო სისტემა, საოპერაციო და საკრედიტო პროდუქტები;
** ეფექტური მომსახურების და გაყიდვების მეთოდები;
** CV-ის , სამოტივაციო წერილების, თვითპრეზენტაციების პროფესიულ დონეზე შედგენა;
** IQ-ს ტესტი და მათემატიკური უნარები;
** გასაუბრებისას კანდიდატის შეფასების მეთოდები;

ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან აგრეთვე საბანკო პროგრამას - ALTA software , რომელსაც მოქმედი ბანკების უმრავლესობა იყენებს.

კურსის ფარგლებში მსმენელებისთვის მასტერკლასებს ჩაატარებენ საქართველოში წამყვანი ბანკებიდან მოწვეული სპეციალისტები:

დავით პიტიურიშვილი (თიბისი ბანკი) - "პრობლემური სესხების მართვა" "ეფექტური გაყიდვები";
გელა აბრამიშვილი (ფინკა ბანკი) - "ბიზნეს სესხების ანალიზი";
ნათია ქისტიშვილი (ბაზის ბანკი) - "ბიზნეს სესხების გაცემის პროცედურები";
ხათუნა ხანიშვილი (თიბისი ბანკი) - "საბანკო პროგრამა ALTA Software".

პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ, მსმენელებს ექნებათ შესაძლებლობა დასაქმდნენ საბანკო და საკრედიტო დაწესებულებებში შემდეგ პოზიციებზე:

** მოლარე;
** მოლარე-ოპერატორი;
** ანგარიშების მართვის მენეჯერი;
** განვადების მენეჯერი;
** საკრედიტო ექსპერტი;
** პრობლემური სესხების მართვის ოფიცერი;
** კლიენტთა მომსახურების ოფიცერი;
** საინფორმაციო ოფიცერი;
** ქოლ ცენტრის ოპერატორი.

კურსის ხანგრძლივობა: 7 კვირა + სტაჟირება
სასწავლო გრაფიკი: კვირაში 2-ჯერ, 2 სთ;
კურსის ღირებულება: 350 ლარი,
სტუდენტებისთვის-320 ლარი.

სწავლა იწყება ჯგუფებში რეგისტრაციის მიხედვით, ყოველი თვის 10 რიცხვამდე.

საბანკო საქმის სახელმძღვანელოები მსმენელებს გადაეცემათ საჩუქრად!

კურსის დასრულების შემდგომ მსმენელებს ჩაუტარდებათ შემაჯამებელი ტესტირება, რომლის შედეგების საფუძველზე გაიცემა "ევროპის აკადემიური ცენტრის" ორენოვანი სერტიფიკატი.

რეგისტრაციისთვის გადადით: https://goo.gl/2ySvaG ან მობრძანდით:

რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით:

ტრენინგი ჩატარდება ბათუმის ევროპულ ცენტრში: ჯავახიშვილის 3ა (სართული 1)
ტელ.: (+995 422) 293 293; (+995) 592 70 00 66
#ბათუმის_ევროპული_ცენტრი
#ტრენინგი
#წარმატებული_გასაუბრება
http://www.pdcgeo.ge



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი