Jobs.GE



დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: ქოლ-ცენტრი
გამოქვეყნდა: 6 ოქტ / განახლდა: 6 ოქტ / ბოლო ვადა: 5 ნოე

მზარდი და განვითარებაზე ორიენტირებული ქოლ-ცენტრი, რომლის ძირითად საქმიანობას წიგნების და უნიკალური გამოცემების რეალიზება წარმოადგენს აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაოს მაძიებლებს ვთავაზობთ გაყიდვების მენეჯმენტის მიმართულებით პროფესიული და კარიერული განვითარების საუკეთესო შესაძლებლობას, ეფექტური გაყიდვების სრულ სატრენინგო კურსს და გამოცდილი მენეჯერების დახმარებით პროფესიულ განვითარებას.


ჩვენი უპირატესობები:

** მოქნილი სამუშაო გრაფიკი (10:00 სთ - 16:00 სთ / 16:00 სთ - 22:00 სთ);
** თეორიული და პრაქტიკული სწავლების კურსი;
** გუნდური და სასიამოვნო სამუშაო გარემო;
** პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება;
** ფიქსირებული და საბონუსე ანაზღაურება;

პოზიციის ძირითადი მოვალეობები:

** სატელეფონო ზარების მეშვეობით მომხმარებლისთვის პროდუქციის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** პოტენციურ მომხმარებლებთან კომუნიკაცია, მათი ინტერესების დადგენა და შეთავაზებული პროდუქტით დაინტერესება;
** მომხმარებელთა ბაზების კონტროლი, მუდმივი ზრუნვა ორგანიზაციის მიმართ მათი კეთილგანწყობის შენარჩუნებისა და ზრდისთვის;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება და/ან სტუდენტი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (სასურველია);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული თვისებები:

** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
** კომუნიკაბელური;
** თავდაჯერებული;
** მიზანმიმართული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული;
** პუნქტუალური, მოწესრიგებული;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: geobooksales@gmail.com და სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ქოლ-ცენტრის ოპერატორი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი