Jobs.GE



დასახელება: მაღაზიის მენეჯერი
მომწოდებელი: აი სი არ
გამოქვეყნდა: 5 ოქტ / განახლდა: 5 ოქტ / ბოლო ვადა: 20 ოქტ

საქართველოს საცალო ვაჭრობის ბაზარზე წარმოდგენილი ერთ-ერთი მსხვილი კორპორაცია "აი სი არ" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას ავეჯის მაღაზია ლაბორატორია ჩემის სახლის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, ცვლების მიხედვით.

ძირითადი ფუნქციები:

** მაღაზიაში არსებული პროდუქციის აღწერა და შესაბამისი მატერიალური პასუხისმგებლობა;
** მაღაზიის სასაქონლო მარაგის დადგენილი წესის შესაბამისად მართვა;
** მომხმარებლის მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა;
** ეფექტიანი გაყიდვების უზრუნველყოფა;
** სალარო პროცედურების ზედმიწევნით დაცვის უზრუნველყოფა;
** მაღაზიის პერსონალის მართვა;
** მაღაზიის დარბაზის დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მოწყობა;
** გაყიდვების ანალიზი კომპეტენციის ფარგლებში;
** კომპანიის დამტკიცებული პროცედურების დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის ან ფინანსების სფეროში);
** გაყიდვების სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ინტერიერისა და დიზაინის სფეროში მუშაობის გამოცდილება.
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** სალაროსთან მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერის საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა, Excel-ის ცხრილებთან მუშაობის გამოცდილება;

საჭირო უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:

კომუნიკაბელური, აქტიური, თავაზიანი, ორგანიზებული, მოწესრიგებული, დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი; გუნდური მუშაობის უნარი; სიახლეების სწრაფი შესწავლის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@icr.ge 20 ოქტომბრის ჩათვლით. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. კორპორაცია შერჩევის შემდგომი ეტაპის გასავლელად დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი