Jobs.GE



დასახელება: ტენდერი სარემონტო სამუშაოების ჩატარებაზე
მომწოდებელი: HEKS-EPER
გამოქვეყნდა: 5 ოქტ / ბოლო ვადა: 18 ოქტ
თანდართული ფაილი: 154737-heks.zip

HEKS/EPER-ის ოფისი სამხრეთ კავკასიაში, პროექტის "MOLI კახეთში" ფარგლებში, აცხადებს ტენდერს სარემონტო სამუშაოების ჩატარებაზე.

სარემონტო სამუშაოები ჩასატარებელია კახეთის ექვსი მუნიციპალიტეტის 6 ოთახში. ტენდერი დაყოფილია 3 ლოტად, შესაბამისად განმცხადებელმა უნდა შემოიტანოს სატენდერო წინადადება ერთ-ერთ ლოტზე:

** ლოტი # 1: ერთი ოთახი ქ. ახმეტის, ერთი ქ. ყვარელის და ერთი ქ. გურჯაანის გამგეობის შენობებში (სულ სამი ოთახი);
** ლოტი # 2: ერთი ოთახი ქ. დედოფლისწყაროს, ერთი სოფ. ლამბალოს (საგარეჯოს მუნიც.) და ერთი ქ. სიღნაღის გამგეობის შენობებში (სულ სამი ოთახი);
** ლოტი # 3: თითო-თითო ოთახი ქ. სიღნაღის, სოფ. ლამბალო, ქ. ახმეტის, ქ. ყვარელის, ქ. გურჯაანის და ქ. დედოფლისწყაროს გამგეობის შენობებში (სულ ექვსი ოთახი).

დეტალური ინფორმაცია ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ მოცემულია დანართში.

სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

** კომპანიის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი (სავალდებულოა);
** შესასრულებელი სამუშაოს განფასება (ჩამონათვალი იხ. მიმაგრებული ფაილის სახით - სავალდებულოა);
** ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს, რომ პრეტენდენტის ქონებაზე არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში (სავალდებულოა);
** ფოტო-მასალა ჩატარებული ანალოგიური სამუშაოების შესახებ (ნებაყოფლობით).

დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ 2017 წლის 18 ოქტომბრამდე პროექტი "MOLI კახეთში" ოფისში: ქ. თელავი, ღვთისმშობლის ქ. # 10 ან გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@moli.ge



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი