Jobs.GE



დასახელება: კონკურსი საკონსულტაციო საბჭოს მოწვეულ წევრთა შესარჩევად
მომწოდებელი: სახალხო დამცველის აპარატი
გამოქვეყნდა: 5 ოქტ / ბოლო ვადა: 22 ოქტ

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს კონკურსს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს წევრის შესარჩევად.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი 2014 წლის 27 ოქტომბრიდან განისაზღვრა "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ" გაეროს 2006 წლის კონვენციის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის ეროვნულ მექანიზმად.

მექანიზმის საქმიანობის ფარგლებში შეიქმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭო (შემდგომში "საკონსულტაციო საბჭო"), რომელიც დაკომპლექტდა სახალხო დამცველის ოფისის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან.

** შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (1 პირი), რომელიც არ ახორციელებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რომელიმე ორგანიზაციის წარმომადგენლობას
** შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციის (DPO) წარმომადგენელი (4 პირი) მათ შორის, ფიზიკური (1 პირი), მენტალური (1 პირი), შეზღუდვის მქონე პირები (წარმომადგენლები); რეგიონული შშმ პირთა ორგანიზაციის (DPO) წარმომადგენელი (1 პირი); შშმ ბავშვის ან/და ფსიქო სოციალური საჭიროების მქონე პირის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი (1 პირი)
** შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელი (1 პირი)

საკონსულტაციო საბჭოს მოწვეულ წევრთა ფუნქცია-მოვალეობები:

მოწვეული წევრი საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის ფარგლებში, კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის მიზნით, სახალხო დამცველს წარუდგენს მოსაზრებებს შემდეგ საკითხებზე:

** კონვენციის პოპულარიზაციის მიზნით განსახორციელებელი აქტივობების შესახებ
** კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის სტრატეგიის და პრიორიტეტების შესახებ
** განსახორციელებელი აქტივობების გეგმის შესახებ
** სამუშაო მეთოდოლოგიის შესახებ
** თემატური კვლევების შესახებ
** მონიტორინგის განმახორციელებელ პირთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ
** კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგისათვის საჭირო სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე

საბჭო შეიკრიბება საჭიროებისამებრ, მაგრამ ორ თვეში ერთხელ მაინც.

საბჭოს წევრობის კრიტერიუმები:

** შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის - სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციის (DPO) წარმომადგენლისთვის - ორგანიზაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაცია; სახელმწიფო ან/და თვითმმართველობის ორგანოების მიერ განხორციელებული პროგრამების ფარგლებში მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციის არ არსებობა; სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ან/და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელისთვის (ექსპერტი) - სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება

საკონსულტაციო საბჭოს წევრობის კანდიდატების წარდგენის უფლება აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციებს (DPO) ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საინიციატივო ჯგუფებს (7 პირის შემადგენლობით) შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@ombudsman.ge, 2017 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით.

თითოეულ ორგანიზაციას ან/და საინიციატივო ჯგუფს აქვს მხოლოდ ერთი კანდიდატის წარდგენის უფლება.

განაცხადს სასურველია თან ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

** კანდიდატის სფეროში საქმიანობის გამოცდილების დამადასტურებელი მასალები (მომზადებული დოკუმენტები, გაფორმებული ხელშეკრულებები, განხორციელებული აქტივობების ანგარიში, გამოცემული პუბლიკაციები, ვიდეო ჩანაწერები, ფოტომასალა და სხვ.)
** ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციის (DPO) წარმომადგენლებისთვის)
** შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების (DPO) მმართველობის ორგანოს წევრების სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი ან სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირისთვის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენა
** კანდიდატის სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი ან სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირისთვის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენა
** სარეკომენდაციო ან/და სამოტივაციო წერილი, რომელშიც დასაბუთებული იქნება წარმოდგენილი კანდიდატის შესაბამისობა საბჭოს მოწვეული წევრისთვის დადგენილ მოთხოვნებთან და მისი კონტრიბუცია საბჭოს საქმიანობაში

სარეკომენდაციო ან/და სამოტივაციო წერილში მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული რომელ ჯგუფს წარმოადგენს კანდიდატი საბჭოს საქმიანობაში.
საბჭოს წევრების საქმიანობა ანაზღაურებადი არ არის.

საბჭოში საქმიანობის ვადა - 2 წელი.
კონკურსი ჩატარდება ერთ ეტაპად, რომლის დროსაც სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ მოხდება საბჭოს წევრების შერჩევა, კონკურსანტთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე.
განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა კანდიდატის მიერ სარეკომენდაციო ან/და სამოტივაციო წერილში განვითარებულ ხედვას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის მექანიზმის საქმიანობის შესახებ.

საკონკურსო დოკუმენტაციის გამოგზავნისას დაინტერესებულმა პირმა საგანში ("Subject") აუცილებლად უნდა მიუთითოს პოზიციის დასახელება - "საბჭოს წევრი".



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი