Jobs.GE



დასახელება: ექსპერტ-შემფასებელი - გორი
მომწოდებელი: ბი.აი.ჯი.
გამოქვეყნდა: 5 ოქტ / ბოლო ვადა: 31 ოქტ

მიკროსაფინანსო სფეროს ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაცია, ბი აი ჯი, 2008 წლიდან წარმატებით ახორციელებს მიკრო და მცირე მეწარმეების განვითარების მხარდაჭერას, მათზე მორგებული დაფინანსების და მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზების გზით. ბი აი ჯი გთავაზობთ კარიერული განვითარებისა და პროფესიული ზრდის საუკეთესო შესაძლებლობას.

პოზიცია: ექსპერტ შემფასებელი / გორი
სამუშაო ადგილი: გორი
სამუშაო განრიგი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე

ძირითადი მოვალეობები:

** ორგანიზაციის პროდუქტების რეკლამირება;
** უძრავი ქონებისა და ავტომობილების მდგომარეობის შეფასება და ანალიზი კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** სესხის პროექტის საკრედიტო კომიტეტზე წარდგენა;
** სესხის გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით);
** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება;
** უძრავი ქონებისა და ავტომობილების საბაზრო ღირებულების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის ფლობა;
** MS Office-ის ცოდნა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** თვითგანვითარებაზე მუდმივი ზრუნვა;
** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა და დისციპლინირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, მიზანდასახულობა.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@big.com.ge, გთხოვთ, "subject"-ის ველში მიუთითოთ პოზიცია და რეგიონი - ექსპერტ შემფასებელი / გორი, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 2017 წლის 31 ოქტომბერი.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს მისო ბი აი ჯი-სთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს მისო ბი აი ჯი-მ შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს მისო ბი აი ჯი-მ შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: HR@big.com.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: 0322 950 950). გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს მისო ბი აი ჯი-სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს მისო ბი აი ჯი-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს მისო ბი აი ჯი-ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი