Jobs.GE



დასახელება: ტექნიკური უზრუნველყოფის სპეციალისტი
მომწოდებელი: SPAR Georgia
გამოქვეყნდა: 5 ოქტ / ბოლო ვადა: 31 ოქტ

საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 12 000-ზე მეტ მაღაზიას მსოფლიოს 42 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს ტექნიკური უზრუნველყოფის სპეციალისტის ვაკანტურ პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 800-1000 ლარი
ძირითადი მოვალეობები

მოვალეობა-ვალდებულებანი:

** სავაჭრო ობიექტების ტექნიკური მონიტორინგი; პრობლემების იდენტიფიცირება; ობიექტებზე სიარული და პრობლემების აღმოფხვრა;
** კომპანიის სათაო ოფისისა და სავაჭრო ობიექტებზე სარემონტო სამუშაოების შესრულება;
** სავაჭრო ობიექტების შიდა ინვენტარის დამზადება;
** შესრულებული სამუშაოს შესახებ უშუალო ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების შესრულება;
** შრომის და ტექნიკური უსაფრთხოების წესების დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად ელ.ფოსტაზე vacancy@spar-georgia.com 2017 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "ტექნიკური უზრუნველყოფის სპეციალისტი" წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი