Jobs.GE



დასახელება: IT მხარდაჭერის სპეციალისტი - რეგიონები
მომწოდებელი: UGT
გამოქვეყნდა: 5 ოქტ / ბოლო ვადა: 26 ოქტ

კომპანია UGT, ლიდერი სისტემური ინტეგრატორი საქართველოში, ეძებს IT მხარდაჭერის სპეციალისტებს საქართველოს რამდენიმე რაიონის საჯარო სკოლებში IT მხარდაჭერის მომსახურების მიწოდებისათვის.

რაიონების ჩამონათვალი:

** ასპინძა;
** ახალციხე;
** ყვარელი;
** ხაშური;
** ახმეტა;
** გარდაბანი;
** დმანისი;
** წალკა;
** თეთრიწყარო;
** მესტია;
** ლენტეხი;
** ოზურგეთი;
** ონი;
** ამბროლაური;
** ქუთაისი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ობიექტებზე კომპიუტერების ოპერაციული სისტემის (Microsoft Windows) და სხვა საოფისე და სამომხმარებლო პროგრამების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** ობიექტებზე პერიფერიული მოწყობილობების მხარდაჭერა პროგრამული უზრუნველყოფის დონეზე (პრინტერი, სკანერი, პროექტორი და ა.შ.) და მათი მიერთება;
** საჯარო სკოლების და რესურსცენტრების კომპიუტერების Active Directory-ში გაწევრიანების უზრუნველყოფა მართვის სისტემის მიერ დადგენილი წესების და უსაფრთხოების პოლიტიკის გათვალისწინებით;
** ლოკალური შიდა ქსელის მონიტორინგი, ტექნიკური ხარვეზების ან/და გეგმიური ცვლილებების განხორციელება;
** გამოცდების, ტრენინგების ან სხვა მასშტაბური ღონისძიების დროს, კომპიუტერული ლაბორატორიის ან/და სხვა ლოკაციის მოწყობა/გადაწყობა არსებული მოთხოვნების შესაბამისად (ქსელის ტოპოლოგიის შეცვლა დროებით, ახალი ან არსებული კომპიუტერული ტექნიკის გადაადგილება, საჭირო დამატებითი პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია და კონფიგურაცია, დროის განსაზღვრულ პერიოდში;
** გამოცდების, ტრენინგების ან სხვა მასშტაბური ღონისძიებების დროს, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში პროცესის მიმდინარეობის მხარდაჭერა (ღონისძიების დაწყებისას ან/და მიმდინარეობის დროს სკოლაში სპეციალისტის დასწრება მონიტორინგისა და ინციდენტებზე სწრაფი რეაგირების მიზნით).
** პირველ კლასელთა პორტაბელური კომპიუტერების (ბუკი) და დამრიგებლების პორტაბელური კომპიუტერების პირველადი, ერთჯერადი გააქტიურება და საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია.
** საგამოცდო პროცესის ვიდეო სათვალთვალო სისტემის მხარდაჭერა პროგრამული უზრუნველყოფის დონეზე.
** დავალებების მიღება ხდება შესაბამის სისტემაში (პროგრამაში), სადაც აღირიცხება ყველა დავალება დაწყებისა და შესრულების ვადებით.
** შეთანხმებულ ობიექტებზე უნდა მოხდეს გეგმიური ვიზიტი თვეში ერთხელ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

კვალიფიკაცია, გამოცდილება: 1 წლიანი გამოცდილება აიტი მხარდაჭერაში ან მსგავს საქმიანობაში (წარმოსადგენი იქნება ცნობა წინა სამსახურიდან);

საჭირო უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ტექნიკური სახის ინფორმაციის ადვილად ათვისებისა და მოკლე ვადებში დასწავლის უნარი.

იმ შემთხვევაში თუ თვლით, რომ შეესაბამებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და წარმატებულად გაართმევთ თავს აღწერილი სამუშაოს ფუნქცია-მოვალეობებს, გთხოვთ თქვენი რეზიუმე/CV მოგვაწოდოთ ელ-ფოსტაზე: ugtgrouphr@ugt.ge და სათაურის ველში მიუთითეთ "IT მხარდაჭერის სპეციალისტი - შესაბამისი რაიონი".

რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა 26 ოქტომბერი 2017.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

იუ-ჯი-თი გისურვებთ წარმატებას!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი