Jobs.GE



დასახელება: სავაჭრო ობიექტის მენეჯერი
მომწოდებელი: ნიკორა ტრეიდი
გამოქვეყნდა: 5 ოქტ / ბოლო ვადა: 5 ნოე

კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა და 19 წელზე მეტია საქართველოს ბაზარზე კვების მრეწველობის მიმართულებით უცვლელი ლიდერია. ჰოლდინგი თორმეტი შვილობილი კომპანიისგან შედგება, რომლებიც უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებით და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით, მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობენ; როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო და მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით, საკალმახე მეურნეობა, მწყრის ფერმა. "ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასემელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში.

კომპანია "ნიკორა" მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანიაა, რომლის პრიორიტეტებია: მომხმარებლისათვის გაწეული მაღალი ხარისხის მომსახურება, მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია. ამჟამად ჰოლდინგში 4000-მდე თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.

სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: http://www.nikora.ge

ს.ს. "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო ობიექტის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტის გამართულად და ეფექტურად ფუნქციონიორების უზრუნველყოფა;
** გაყიდვების ხელშეწყობა და სავაჭრო ობიექტზე მიმდინარე პროცესების მართვა;
** სავაჭრო პერსონალის შერჩევა, სამუშაოს გადანაწილება, შესრულების კონტროლი და დაქვემდებარებული თანამშრომლების მოტივაციაზე ზრუნვა;
** ობიექტზე მომხმარებლის მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
** პროდუქციის სწორად შეკვეთა, არსებული ნაშთების გათვალისწინებით და განსაზღვრული ასორტიმენტის მიხედვით მარაგების დაგეგმვა;
** მომწოდებლებისაგან პროდუქციის მიღებისა და სავაჭრო ობიექტის ასორტიმენტით გათვალისწინებული პროდუქციით დროულად მომარაგების უზრუნველყოფა;
** სალაროს კონტროლი და ფინანსური ოპერაციების წარმოება;
** გაყიდვების პროგრამული ანალიზის წარმოება;
** ბრენდების, კატეგორიებისა და პოზიციების მიხედვით ინვენტარიზაცია;
** სავაჭრო ობიექტზე არსებული სტანდარტების სრულყოფილად დაცვა და შესრულების კონტროლი.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია მენეჯმენტის ან/და მარკეტინგის მიმართულებით
** მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვებისა და კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში, მენეჯერულ პოზიციაზე;
** უცხო ენების ცოდნა (რუსული, ინგლისური...)
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** MS Word, Excel, Apex-ის ცოდნა სასურველია.

უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მენეჯერული უნარ-ჩვევები;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** დროის რაციონალურად განაწილების უნარი;
** კომუნიკაბელური;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: t.bakashvili@nikora.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ სს "ნიკორამ" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, შემდგომი გამოყენებისთვის.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი