Jobs.GE



დასახელება: ინტერიერის დიზაინერი
მომწოდებელი: Modern Villa​
გამოქვეყნდა: 5 ოქტ / ბოლო ვადა: 5 ნოე

ავეჯის კომპანია "Modern-Villa" აცხადებს ვაკანსიას ინტერიერის დიზაინერის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: გლდანი, ქერჩის.ქ , თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი 10:00-18:00. შაბათი 10:00-16:00
ანაზღაურება: ფიქსირებული + გამომუშავებით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება გრაფიკული დიზაინის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე შესაბამის სფეროში;
** ინგლისური და რუსული ენების საშუალო დონეზე ცოდნა.
** აუცილებელია შემდეგი მიმართულებით სამუშაო გამოცდილება: 3D MAX, ArchiCad, Adobe Photoshop -ის პროგრამების ცოდნა და გამოყენება.

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** კრეატიული აზროვნება;
** ორგანიზებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** მჭიდრო დედლაინებთან მუშაობის უნარი;
** საქმის აკურატულად კეთების უნარი;

სამუშაოს აღწერილობა და მოვალეობები:

** საყოფაცხოვრებო, საოფისე, სამედიცინო და სხვა ავეჯის დაპროექტება, დიზაინი, აზომვების და მუშა ნახაზების შედგენა.
** ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე / CV ქართულ ენაზე ელექტრონული ფოსტის საშუალებით + წერილს თან უნდა დაურთოთ პორტფოლიო/თქვენი ნამუშევრები

შემდეგ მისამართზე: admin@modernvilla.ge (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ფაილი. გადმოაგზავნეთ PDF ფორმატში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი