Jobs.GE



დასახელება: სუშის მზარეული
მომწოდებელი: უკვე
გამოქვეყნდა: 5 ოქტ / ბოლო ვადა: 5 ნოე

ენერგიული, კომუნიკაბელური, მოტივირებული, პასუხისმგებლიანი, დეტალებზე ორიენტირებული - თუ ეს სიტყვები შენს ხასიათს და პროფესიულ მიდგომებს შეესაბამება, მაშინ შენ სწორ ადგილას მოხვდი - შენ "უკვეს" გუნდს სჭირდები.

"უკვე" ეძებს მოტივირებულ სუშის მზარეულს, რომელიც ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება და ექნება საშუალება, რომ გამოავლინოს და გააუმჯობესოს საკუთარი პროფესიულ უნარ-ჩვევები. 


ძირითადი მოვალეობები: სუშის მზარეულები პასუხისმგებლები არიან ყველა აქტივობაზე, რომელიც დაკავშირებულია მიღებულ შეკვეთაზე

სამუშაო საათები 10:00სთ - 00:00სთ 

უნდა მიჰყვეს შეფ მზარეულისა და სუ შეფის მითითებებს
მაღალი ხარისხის და გემოს მქონე საკვების მომზადება 

კერძების აწონვა და მასის კონტროლი 


პასუხისმგებლობები: 


** სისუფთავის ნორმების შენარჩუნება
** დანადგარების სისუფთავის შენარჩუნება
** კომპანიის შინაგანაწესის დაცვა კომპეტენციები და

ძირითადი მოთხოვნები: 


** 6-12 თვიანი გამოცდილება კვების ინდუსტრიაში
** გამოცდილება სუშის მომზადებაში
** კომუნიკაციის უნარ-ჩვევები
** ხარისხზე და დეტალებზე ორიენტირებული
** პასუხისმგებლიანი
** მოტივირებული 


ჩვენი კომპანიის გარემოში, თანაბრად ფასდება როგორც პროფესიული გამოცდილება, ასევე კანდიდატის მიერ გამოვლენილი მოტივაცია სწავლისთვის და ახალი უნარ-ჩვევების ასათვისებლად. ჩვენი გუნდის ნებისმიერი წევრი, მიუხედავად რანგისა, ასახავს კომპანიის ღირებულებებს თავისი მუშაობის თუ კლიენტთან ურთიერთობის ეთიკით.

აპლიკაციის დასაწყებად გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე, "უკვეს" სააპლიკაციო ფორმა და წინა სამსახურის სუპერვაიზერის დახასიათება (მაქსიმუმი 500 სიტყვა) ელექტრონული ფოსტით, მისამართზე info@ukve.ge ან პირადად, ჩვენს რესტორნებში:

თბილისი, ზაქარია ფალიაშვილის 52 თბილისი
ეგნატე ნინოშვილის 8

ჩვენ ველით თქვენთან შეხვედრას!
პატივისცემით,
"უკვეს" გუნდი



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი