Jobs.GE



დასახელება: მრეცხავი
მომწოდებელი: Stamba Hotel
გამოქვეყნდა: 5 ოქტ / ბოლო ვადა: 4 ნოე

აჭარა ჯგუფის ახალი წევრი, სასტუმრო "სტამბა" მაღალი სტანდარტის მომსახურებითა და ნომრებით სასტუმრო ინდუსტრიას ქართული სტუმართმოყვარეობის ახალ გამოცდილებას შემატებს. საბჭოთა ეპოქის სტამბის აღდგენილ შენობაში ხშირი სტუმრები იქნებიან ლოკალურ და საერთაშორისო ასპარეზზე მოღვაწე პოლიტიკის, ბიზნესისა და ხელოვნების სფეროების წარმომადგენლები. სტამბა იმეორებს მისი მოძმე სასტუმროების - Rooms Hotels - ხასიათს 21-ე საუკუნის დიზაინითა და თანამედროვე ინდუსტრიული ესთეტიკის ნარევით. სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ლოკაცია, არქიტექტურა, მაღალი დონის სერვისი და სხვა უნიკალური თვისებები "სტამბას" Design Hotels-ის წევრად ხდის. სასტუმრო "სტამბა" გაიხსნება 2017 წლის შემოდგომაზე და ეძებს შესაბამის კანდიდატს მრეცხავის პოზიციაზე.

პოზიციის სახელწოდება: მრეცხავი
განყოფილება: სასმელებისა და კვების დეპარტამენტი
პასუხისმგებელია: სამრეცხაოს ცვლის უფროსის / სამრეცხაოს ზედამხედველის / სასმელებისა და კვების დეპარტამენტის მენეჯერის ასისტენტის / სასმელებისა და კვების დეპარტამენტის მენეჯერის მიმართ
სამუშაოს მიზანი:

მრეცხავი აქტიურად უნდა მუშაობდეს დეპარტამენტში ინდივიდუალური პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით. პასუხისმგებელია გარეცხოს ჭურჭელი და შეასრულოს პოზიციასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობები.

ძირითადი მოვალეობები:

** იყოს მეგობრული, კომუნიკაბელური და დადებითად განწყობილი თანამშრომლებისა და კლიენტების მიმართ;
** არ უნდა აგვიანებდეს სამსახურში და ეცვას სასტუმრო "სტამბის" სტანდარტების შესაბამისად;
** ევალება სარეცხი მანქანების მართებული გამოყენება და გაკონტროლება, არის თუ არა საკმარისი სარეცხი საშუალება სამუშაოს შესასრულებლად. ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს სამრეცხაოს ზედამხედველს ნებისმიერი გაუგებრობისა და პრობლემის შესახებ;
** დაიცვას ინსტრუქციები (სანაგვე ყუთის, ჭიქების რეცხვა და ა.შ.), რათა უზრუნველყოს სამუშაო ადგილის მზადყოფნა მომავალი მომსახურებისათვის;
** გარეცხოს ყველა ტაფა, თეფში, ჭიქა, ფინჯანი და სახურავები დეტალებზე ყურადღების გამახვილებით;
** პასუხისმგებელია სამუშაო ადგილის ჰიგიენასა და სისუფთავეზე;
** უნდა ჰქონდეს სრული ცოდნა ყველა სარეცხი საშუალებისა და მათი გამოყენების შესახებ;
** უზრუნველყოს ყველა მასალის კარგ მდგომარეობაში შენახვა, სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით 2017 წლის 4 ნოემბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@adjaragroup.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი