Jobs.GE



დასახელება: საკონდიტროს დემი-შეფი
მომწოდებელი: Stamba Hotel
გამოქვეყნდა: 5 ოქტ / ბოლო ვადა: 4 ნოე

აჭარა ჯგუფის ახალი წევრი, სასტუმრო "სტამბა" მაღალი სტანდარტის მომსახურებითა და ნომრებით სასტუმრო ინდუსტრიას ქართული სტუმართმოყვარეობის ახალ გამოცდილებას შემატებს. საბჭოთა ეპოქის სტამბის აღდგენილ შენობაში ხშირი სტუმრები იქნებიან ლოკალურ და საერთაშორისო ასპარეზზე მოღვაწე პოლიტიკის, ბიზნესისა და ხელოვნების სფეროების წარმომადგენლები. სტამბა იმეორებს მისი მოძმე სასტუმროების - Rooms Hotels - ხასიათს 21-ე საუკუნის დიზაინითა და თანამედროვე ინდუსტრიული ესთეტიკის ნარევით. სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ლოკაცია, არქიტექტურა, მაღალი დონის სერვისი და სხვა უნიკალური თვისებები "სტამბას" Design Hotels-ის წევრად ხდის. სასტუმრო "სტამბა" გაიხსნება 2017 წლის შემოდგომაზე და ეძებს შესაბამის კანდიდატს საკონდიტროს დემი-შეფის პოზიციაზე.

პოზიციის სახელწოდება: საკონდიტროს დემი-შეფი;
განყოფილება: სასმელებისა და კვების დეპარტამენტი;
მოახსენებს: საკონდიტროს შეფ დე პარტიეს / შეფ- მზარეულს;

საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** პროფესიული განათლება საკონდიტრო მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
** გამართულად საუბარი ქართულ ენაზე;
** ფიზიკური გამძლეობა;
** კარგი მეხსიერება;
** კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

ძირითადი მოვალეობები:

** მოამზადოს და მორთოს ყველა დესერტი არსებული სტანდარტული რეცეპტების მიხედვით;
** შეასრულოს ყველა საკონდიტრო შეკვეთა ზედმიწევნით ზუსტად და მინიმალური დანაკარგით;
** გააწყოს და განაახლოს ბუფეტზე არსებული საკონდიტრო ნაწარმი ბანკეტების დროს;
** დახმარება გაუწიოს საკონდიტროს შეფ დე პარტიეს და შეფ-მზარეულს;
** უზრუნველყოს საკონდიტროს მაცივრების, დანადგარების, ღუმელების, ზედაპირების სისუფთავე ნებისმიერ დროს;
** აკონტროლოს საჭირო პროდუქტის ხარისხი და ეფექტური სასაწყობე რაოდენობა;
** გააკონტროლოს და უზრუნველყოს საკვების დახარისხება, შენახვა, ტემპერატურის და ვარგისიანობის აღმნიშვნელი სტიკერების შემოწმება სასტუმროს სტანდარტის მიხედვით;
** აქტიურად ჩაერთოს ახალი რეცეპტების შექმნაში;
** გაუზიაროს ცოდნა და გამოცდილება ახალ თანამშრომლებს. აქტიურად ჩაერთოს მათ სწავლებაში;
** პასუხისმგებლობით მოეკიდოს კომპანიის შინაგანაწესს;
** იმოქმედოს ჯანმრთელობის და უსაფრთხოების წესების დაცვით;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით 2017 წლის 4 ნოემბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@adjaragroup.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი