Jobs.GE



დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: ინსტიტუტი IGH
გამოქვეყნდა: 5 ოქტ / ბოლო ვადა: 18 ოქტ

ხორვატიული კომპანია "ინსტიტუტი IGH" აცხადებს კონკურსს მთავარი ბუღალტრის ვაკანსიაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ევროპული კომპანიის ფილიალის ყველა სახის ანგარიშების (საბუღალტრო-საგადასახადო) წარმოება და კონტროლი;
** ანგარიშების მომზადება(საბუღალტრო/საგადასახადო/სტატისტიკური);
** სახელფასო გაანგარიშებები;
** საფინანსო ორგანიზაციებთან (ბანკები, სალიზინგო კომპანიები) და სახელმწიფო საფინანსო დაწესებულებებთან ურთიერთობა;
** კომპანიის ძირითადი ბიზნეს-პროცესების შესაბამისად რეგულაციებისა და ინსტრუქციების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** საფინანსო სფეროში საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის ცვლილებების მონიტორინგი;
** ხარჯების კონტროლი;
** ფინანსური დისციპლინის დამყარება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი ეკონომიკური ან საბუღალტრო განათლება;
** ზემოთ ჩამოთვლილი მოვალეობებსა და ფუნქციების შესრულების ცოდნა და გამოცდილება;
** მსხვილ კომპანიაში ბუღალტერიის წარმოების არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
** საგადასახადო სისტემის კარგი ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების (1C, MS Excel, MS Word) კარგი ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა სასურველია.

უნარ-ჩვევები: ყურადღებიანი, სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი, დისციპლინირებული.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 18 ოქტომბრამდე გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: tamar.shoshiashvili@igh.hr და საგნის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანსია არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი