Jobs.GE



დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: პრობლემური სესხების მართვის სააგენტო
გამოქვეყნდა: 5 ოქტ / ბოლო ვადა: 5 ნოე

პრობლემური სესხების მართვის სააგენტო წარმოადგენს ფინანსურ ორგანიზაციას, რომელიც ახორციელებს ბანკების პრობლემური პორტფელის მართვას.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას თბილისის მასშტაბით ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** სატელეფონო ზარების განხორციელება პრობლემურ კლიენტებთან;
** მსესხებლებთან მოლაპარაკების წარმოება ვალდებულების დაფარვის მიზნით;
** მონაცემთა დამუშავება და ანალიზი;
** პორტფელის სისტემური მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება ან სტუდენტი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel);
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
** ენერგიულობა და სისხარტე;
** მიზანმიმართული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას
** ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს
** ანაზღაურების კარგ პაკეტს (ფიქსირებული ხელფასი, პლიუს ბონუსი).

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: daushvili.1982@mail.ru და სათაურის ველში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება.

ტელ: 558741214 მაია



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი