Jobs.GE



დასახელება: პრისელერი - ბათუმი
მომწოდებელი: სადისტრიბუციო კომპანია
გამოქვეყნდა: 5 ოქტ / ბოლო ვადა: 5 ნოე

საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი სადისტრიბუციო კომპანია აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე ქალაქ ბათუმში.

ფუნქციები:

** სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების (მათ შორის - გადახდის პირობებზე) წარმოება;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი;
** სავაჭრო ობიექტებში შეკვეთის ფორმირება;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი და მერჩენდაიზინგი;
** დებიტორების კონტროლი და ანალიზი;
** ქსელის განვითარების შესახებ წინადადებების შემუშავება;
** გაფორმებული შეკვეთების საინფორმაციო ბაზაში ყოველდღიური შეყვანა.

კვალიფიკაცია:

** სავაჭრო წარმომადგენლად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება, სასურველია სავაჭრო/ეკონომიკური პროფილით;
** ავტომობილის მართვის მოწმობა.

ზოგადი მოთხოვნები და უნარები:

** "MS Windows"-ის სტანდარტული პაკეტის ფლობა;
** მენეჯერული უნარები;
** კომუნიკაბელურობა;
** ანალიზისა და გამოთვლების წარმოების კარგი უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, რეზიუმე გამოგზავნონ შემდეგ მისამართზე: lae.districo@client.jobs.ge



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი