Jobs.GE



დასახელება: პროგრამისტი
მომწოდებელი: ინტელ ექსპრესი
გამოქვეყნდა: 5 ოქტ / ბოლო ვადა: 1 ნოე

"ინტელ ექსპრეს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას პროგრამისტის პოზიციაზე:

ინტელ ექსპრეს ჯორჯია http://inteliexpress.net/ - საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა - ერთადერთი ქართული ფულადი გზავნილების კომპანია, საკუთარი ფილიალებითა და ლინცენზიებით ევროკავშირში და საქართველოში. წარმოდგენილია საქართველოში, საბერძნეთში, იტალიასა და დიდ ბრიტანეთში საკუთარი ქსელით. ხოლო მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში წარმოდგენილია პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით. ფულადი გზავნილების გარდაა, კომპანიის საქმიანობის ნაწილს წარმოადგენს საბანკო ოპერაციების წარმოება, კომუნალური და სხვა ტიპის გადახდები, საკრედიტო (სალომბარდე) სერვისის წარმოება, კონვერტაციები; კომპანია, ორიენტირებულია ქართულ დიასპორასა და მის მოთხოვნებზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სისტემის პროგრამული ნაწილის დამოუკიდებელი მართვა;
** პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება (კოდის წერის გამოცდილება).

აუცილებელი პროფესიული მოთხოვნები:

** პროგრამირების მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება Microsoft.Net (.Net 3.5 და ზევით) პლატფორმაზე;
** C# -ის სრულყოფილი ცოდნა;
** მონაცემთა ბაზებთან მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება (Microsoft SQL Server);
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (საშუალო დონე).

პიროვნული მახასიათებლები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** გამართული ტექნიკური უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა.

სამუშაო განაკვეთი: სრული

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ სივი მისამართზე career@intelexpress.ge 2017 წლის 1 ნოემბრამდე.
სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია "პროგრამისტი".

კომპანია ინტელ ექსპრეს ჯორჯია გისურვებთ წარმატებას!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი