Jobs.GE



დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: გალერეა რუმ დიზაინი
გამოქვეყნდა: 5 ოქტ / ბოლო ვადა: 5 ნოე

"გალერეა რუმ დიზაინი" - ეს არის კონცეპტუალური, მულტიბრენდული შოურუმი, რომელიც შეიქნილია იმისთვის, რომ მომხმარებლებმა ისარგებლონ მაღალი კლასის მომსახურებით - გამორჩეულ და კომფორტულ გარემოში, რომლის ძირითდი და უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული და მუდმივად ზრუნავს მომხმარებელს შესთავაზოს სიახლეები, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

"გალერეა რუმ დიზაინი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის თანამდებობაზე.

კომპანიის შესახებ :

"გალერეა რუმ დიზაინი" - ეს არის პერსონალური მომსახურება, საუკეთესო ხარისხის პროდუქცია და მაღალი სტანდარტის შესაბამისი შედეგი.

"გალერეა რუმ დიზაინი" მომხმარებელს სთავაზობს მსოფლიოში აღიარებული ბრენდების უმაღლესი ხარისხის, ინტერიერისა და ექსტერიერის მოსაწყობ და მოსაპირკეთებელ პროდუქციას. ასევე, სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი დიზაინერების მიერ შექმნილ უახლეს კოლექციებს, ნებისმიერი სტილის ბინებისა თუ ოფისების სიმყუდროვისა და კომფორტის შესაქმნელად.

ჩვენ ვართ პლატფორმა, სადაც ერთმანეთს უკავშირდება ინტერიერის მოდის მსოფლიო ტენდენციები და ტრენდები, რომლებსაც კარნახობენ წამყვანი მეგაპოლისები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის სფეროში, ასევე მენეჯმენტის და ფინანსების საკითხებში
** მინიმუმ ორ წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** საერთაშორისო ბრენდებთან კომუნიკაციის გამოცდილება;
** ანგარიშგების მომზადების, საქმიანი კორესპონდენციის წერის უნარი;
** ანალიტიკური უნარები და ცოდნა, გაყიდვებისა და შესყიდვების ანალიზი, აქედან გამომდინარე მოკლე და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება და მენეჯმენტისთვის წარდგენა;
** მოლაპარაკებებსი წარმოების გამოცდილება;
** გამოცდილება შესყიდვების, პროდუქციის ნაშთების, გაყიდვების დაგეგმვასა და კონტროლში;
** გამართულად კომუნიკაციის უნარი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე;
** MS Officer - პროგრამების კარგად ცოდნა.

აუცილებელი პიროვნული თვისებები და უნარები:

** სასიამოვნო გარეგნობის ქალი ან მამაკაცი;
** ეფექტური დროის მენეჯმენტი, მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი;
** პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულებების მიმართ;
** განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებული, პროგრესულად მოაზროვნე;
** ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა, კომუნიკაბელურობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური;
** სიახლეების ათვისების უნარი;
** კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობის კარგი ცოდნა (Word, Excel, PowerPoint);

ძირითადი მოვალეობები:

** ბრენდის განვითარებისა და გაძლიერებისთვის სტრატეგიული გეგმების შემუშავება დანერგვა, განხორციელება და კონტროლი;
** გაყიდვების ზრდა სხვადასხვა მარკეტინგული თუ პირადპირი მოლაპრაკებებით როგორც ადგილობრივ კერძო კომაპნიებთან თუ ასევე საერთაშორისო ბრენდებთან;
** კომპანიის პროდუქციის მარკეტინგული ანალიზი და მარკეტინგ გეგმის შედგენა;
** მოლაპარაკებების წარმოება ორგანიზაციებთან, შეხვედრების, პრეზენტაციების დაგეგმვა;
** ბრენდინგი, ბრენდის სტრატეგიის შემუშავება;
** მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმების შემუშავება, მენეჯმენტისთვის წარდგენა, დანერგვა, განხორციელება და კონტროლი;
** კომპანიის ვებ-საიტის და სოციალური ქსელების ადმინისტრირების უზრუნველყოფა;
** გაყიდვების მხარდამჭერი აქციების დაგეგმვა;
** მომწოდებლებთან ურთიერთობა, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** ბრენდის სტანდარტების შესწავლა და სხვადასხვა პროექტების სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** მომხმარებლის სამიზნე ჯგუფის განსაზღვრა და შესაბამისი მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა;
** მარკეტინგული კომუნიკაციის არხების განსაზღვრასა და განვითარება;
** გაყიდვების დინამიკის კონტროლი, ტენდენციების შესწავლა და ინფორმაციის გამოყენება მარკეტინგულ აქტივობებში;
** სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობა, სარეკლამო კონცეფციების, სცენარების, დიზაინებისა და სხვა მასალების შემუშავებაში მონაწილეობა;
** მარკეტინგული ბიუჯეტის კონტროლი და ანალიზი;
** მარკეტინგის დეპარტამენტის მასალების დაარქივება და არქივის მართვა;
** შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ანგარიშების მომზადება;
** გაყიდვების სტიმულირება და კომპანიის ცნობადობის ამაღლებაზე ზრუნვა;
** სხვადასხვა პროექტებისგან მიღებული შედეგების შეფასება და პროექტის ეფექტიანობის განსაზღვრა;
** მარკეტინგული კომუნიკაციის არხების განსაზღვრა;
** მედია-კომუნიკაციების გაფართოებაზე ზრუნვა;
** პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** სხვადასხვა პრეზენტაციების დაგეგმვა, მოწყობა განხორციელება და კონტროლი
** შესყიდვებისა და გაყიდვების მუდმივი ანალიზი, რეპორტინგი, ჩავარდნების დროული დაფიქსირება და მისი გამოსწორებისკენ მიმართული ღონისძიებების დაგეგმვა, დანერგვა, განხორციელება და კონტროლი.
** რეგულარული ანგარიშგება ხელმძღვანელი პირის წინაშე მიღწეული პროგრესის, ცვლილებების, კლიენტთან დაკავშირებული პრობლემების და/ან სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ.
** შოურუმში წარმოდგენილი ბრენდებისა და პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა ;
** ფასთწარმოქმნის ანალიზი (საცალო, საბითუმო, ინტერნეტ-გაყიდვები)
** გაყიდვების დაგეგმვა (ბაზრის ანალიზი, წილის ანალიზი, სეზონურობის და ა. შ.)
** არსებული და პოტენციური მომხმარებლების ანალიზი;
** კონკურენტების ანალიზი;

ჩვენ გთავაზობთ:

** უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ ტრეინინგ კურსებს და მივლინებებს ევროპის სხვა და სხვა წამყვან ქვეყნებში;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** მზარდ ანაზღაურებას როგორც ფიქსირებულს ასევე დამატებით ბონუსების სისტემის მიხედვით.

დამატებითი პირობები: შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება ტესტირება და შედგება პირადი გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ მისამართზე: vacancy@roomdesign.ge. სათაურის ველში (subject) გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "მარკეტინგის მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს. ფოტოსურათის და ვაკანსიის დასახელების გარეშე გამოგზავნილი CV-ები არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

ვებ-გვერდი: http://www.roomdesign.ge
Facebook გვერდი: https://www.facebook.com/roomdesign.ge/



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი